გლდანი - ქალაქი ქალაქში

თბილისის სტუმრების უმეტესობა იშვიათად თუ აღმოჩნდება ხოლმე გლდანში. ეს ტური გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ეწვიოთ საბჭოთა პერიოდის რაიონს და აღმოაჩინოთ ერთგვარი ცალკე ქალაქი თბილისის შიგნით. თქვენ ნახავთ სხვადასხვანაირ ბაზრებს, გარეუბნის ცხოვრებას, თუ როგორ გრძელდება ის საბჭოთა პერიოდის კორპუსებსა და საჯარო სივრცეებში, რომლებიც კაპიტალიზმის პირობებში იცვლება. სეირნობისას თქვენ გაიგებთ იმას, თუ რატომ არის თბილისის ეს ნაწილი განსაკუთრებული და შეესაბამება თუ არა ტურის დასახელება რეალობას.

გიდის შესახებ:
ანა რამაზაშვილი ურბანული და ეკონომიკური ანთროპოლოგიის საკითხებს იკვლევს და ეთნოგრაფიულ სამუშაოს თბილისის სხვადასხვა ბაზრებში ახორციელებს.

დეტალები:

ხანგრძლივობა: 2.5 – 3 საათი

ღირებულება: თითო მონაწილე 50 ლარი

მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 4

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 8

ტური დაიწყება მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრი“-ს შესასვლელთან. დასაწყისში ფეხით ვივლით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ავტობუსით წავალთ გლდანის ბოლო ნაწილში და სხვა გზის გავლით დავბრუნდებით ტურის დაწყების ადგილზე. შეხვედრის კონკრეტული ადგილის, გადახდის მეთოდის და სხვა დეტალების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას გამოგიგზავნით ტურზე დარეგისტრირებისას.

ტურზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეამოწმოთ მიმდინარე ტურები ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და მოგვწეროთ შეტყობინება ან ელ. წერილი მისამართზე: info@geoair.ge