თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები

ამ თემის შესახებ ორი ტური გვაქვს. თითოეული მათგანი გიყვებათ იმ მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკების ისტორიასა და ანალიზს, რომლებიც საბჭოთა პერიოდის 70-იან და 80-იან წლებში თბილისის საჯარო სივრცეებში შეიქმნა. როდესაც ქალაქის საბჭოთა წარსულის გადააზრება გამოწვევასა და განხილვის საგანს წარმოადგენს, ბევრი მოზაიკა განადგურებისა და დავიწყების საფრთხის წინაშეა. ამ მოზაიკებს ხშირად შეხვდებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ალბათ, რამდენიმე წუთით მაინც დააკვრიდებით მათ აბსტრაქტულ, თუ სოციალისტურ ზედაპირებს. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მოზაიკები დღევანდელი კონტექსტიდან ამოვარდნილია. ჩვენს ტურებზე მათ შესახებ ყველაფერს გაიგებთ და ასევე, მოგიყვებით თბილისის იმ ასპექტებზე, რომელზეც ეს მოზაიკები საუბრობენ.

ტური #1 - საბურთალო
ტური #2 - დიდუბე

გიდის შესახებ:
კურატორი ნინი ფალავანდიშვილი მუშაობს თბილისში ქალაქთან დაკავშირებული თანამედროვე ხელოვნების პროექტებზე. ასევე, ის არის ამავე საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი.

დეტალები:

თითოეული ტურის ხანგრძლივობა: 3-4 საათი

თითოეული ტურის ღირებულება:

1-დან 4 მონაწილემდე - 280 ლარი

5-დან 8 მონაწილემდე, ყოველი დამატებითი - 50 ლარი

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 8

ტურის ყოველი მონაწილე საჩუქრად მიიღებს პუბლიკაციას თბილისის დაკარგული გმირები: საბჭოთა პერიოდის მოზაიკებირომლის საშუალებითაც შეძლებთ თბილისში არსებული სხვა მოზაიკების აღმოჩენას.

ტურზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეამოწმოთ მიმდინარე ტურები ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და მოგვწეროთ შეტყობინება ან ელ. წერილი მისამართზე: info@geoair.ge