TBS – Tbilisi Brunch Social

ეს ტური მოიცავს საუბრებსა და საკვებს. თბილისს სტუმრობთ და „ბრანჩისთვის“ დრო გაქვთ? ახლახანს ჩამოხვედით და გსურთ გაიგოთ საინტერესო ადგილებისა და ღონისძიებების შესახებ? გაინტერესებთ ზოგადი ტენდეციები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება თბილისი? ასევე, ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნების შესახებ? თუ დაინტერესული ხართ, რომ არაფორმალურ გარემოში ისაუბროთ ამ საკითხებზე და „ბრანჩი“ დააგემოვნოთ ქალაქის მარცხენა (და ნამდვილ) მხარეს მდებარე სახლსა და სტუდიაში, მაშინ შემოუერთდით TBS – Tbilisi Brunch Social.

ჩვენი TBS მენიუ მოიცავს კერძებს, რომლებიც ადგილობრივი რეცეპტებისა და სეზონური ახალი პროდუქტების შერევითაა გაკეთებული - რადგან ჩვენ გვიყვარს რეცეპტების შერევა და გემრიელი საკვების მომზადება! გარდა ამისა, სუფრასთან დასათვალიერებლად იქნება ნაბეჭდი საარქივო მასალა თბილისის შესახებ (წიგნები, ღია ბარათები და ა.შ.). სტუმრებს საჩუქრად დაურიგდება თანამედროვე ხელოვნების პროექტების პუბლიკაციები.

მასპინძლები:
კატარინა შტადლერი არის თბილისში მოღვაწე კონცეპტუალური ხელოვანი, რომელსაც უყვარს ადგილობრივ ბაზრებში ხეტიალი. დათა ჭიღოლაშვილი მუშაობს სოციალურ ანთროპოლოგიასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის, ძირითადად თბილისში, ქალაქთან დაკავშირებულ თემებზე.
 

დეტალები:

TBS მენიუში შედის ტკბილი და მარილიანი „ბრანჩის“ კერძები. ასევე ჩაი, ყავა და ღვინო. გაითვალისწინეთ, რომ ეს „ბრანჩის“ მენიუა. გთხოვთ, რეგისტრაციისას გვაცნობეთ თქვენი სპეციალური დიეტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
ხანგრძლივობა: 2-3 საათი
 
ღირებულება: თითო სტუმარი 50 ლარი 
 
სტუმართა მინიმალური რაოდენობა: 6
 
სტუმართა მაქსიმალური რაოდენობა: 8
 
შეხვედრის კონკრეტული ადგილის, გადახდის მეთოდის და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას გამოგიგზავნით ტურზე დარეგისტრირებისას.
 
დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეამოწმოთ მიმდინარე ტურები ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და მოგვწეროთ შეტყობინება ან ელ. წერილი მისამართზე: info@geoair.ge