Wednesday, April 1, 2009
ორმხივი ვიზიტი იყო Apartment Project-ის (სტამბოლი) დამფუძნებელი მხატვრის სელდა ასალის იდეა. პროექტის ორგანიზატორი და კურატორი გახლდათ სერა ოზჰანი.
 
Iade-i Ziyaret / ორმხივი ვიზიტი-ს ფორმა იყო ექპერიმენტული ფოტო, ვიდეო, წერითი ვორქშოპი ინტერაქციის და საუბრების ფორმით, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები - ვიდეო, მუსიკა, პერფორმანსი, მხატვრობა, სოციოლოგია. სახელი ნასესხები იქნა „ორმხრივი ვიზიტის" კულტურიდან, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია სომხეთში, ირანში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ისევე როგორც თურქეთსა და მრავალ არაბულ ქვეყანაში.  პროექტის სათაური შეირჩა გამომდინარე ფორმატიდან, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ირანიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან მოგზაურობდა ყველა ამ ქვეყანაში და პროექტის მეორე ნაწილში ესტუმრნენ თურქეთს. ეს იყო პროექტის ავტორებისთვისაც და მონაწილეებისთვისაც კარგად ნაცნობი კონცეფცია, რომელიც აერთიანებდა მათ. 
 
პირველი ნაწილი
1-17 აპრილი, 2009
მონაწილე მხატვრები: ენდამ აჯარი, სელდა ასალი, ვოლკან ასლანი, დენიზ გული, ფატმა ჯიფთჯი, ზერენ გოტკანი, გოზდე ილკინი, ჯერან ოუკიტი, გოცკე სუვარი და სოფო ტაბატაძე

პროექტი დაიწყო თურქეთში და გაგრძელდა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. პროექტის მიზანი იყო, რომ ამ მოგზაურობის დროს, თითოეულ მონაწილეს თავისი გშთაბეჭდილება აღეწერა თავისივე სიტყვებით და ნამუშევრით. მხატვრები ერთმანეთს უზიარებდნენ მოგზაურობის დროს მიღებულ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს. მონაწილე მხატვრები მასპინძელ ქვეყნებში ხვდებოდნენ მხატვრებს, მწერლებს და ჟურნალისტებს და ამ ქვეყნებში სამ დღიანი მუშაობის შემდეგ მოაწყვეს ნამუშევრების ჩვენება და დისკუსია. ეს დისკუსიები ქმნიდნენ პლატფორმას შემდგომი თანამშრომლობისა და გაცვლა-გამოცვლისთვის.

 
პირველი ნაწილის შედეგების პრეზენტაცია შედგა 4 აპრილს, აბრეშუმის მუზეუმში.
 
მეორე ნაწილი
17-31 ივლისი, 2009 
მონაწილე მხატვრები: ნადია წულუკიძე და სოფო ტაბატაძე საქართველოდან, სონა აბგარიანი და წომაკ ოგა სომხეთიდან, ალი ჰასანოვი აზერბაიჯანიდან და შაჰაბ ფუტუჰი ირანიდან
პრეოქტის მეორე ნაწილში, მონახულებული ქვეყნებიდან ორ-ორი მხატვარი საპასუხო ვიზიტით ეწვია სატმბოლს, სადაც გაიმართა ერთობლივი შემაჯამებელი მუშაობა.
 
პროექტის დასკვნითი გამოფენა 2009 წლის 14 ნოემბერიდან - 19 დეკემბრამდე გაიმართა DEPO-ში (სტამბოლი).
გამოფენის პარალელურად 21 ნოემბერს გაიმართა დისკუსია - რეგიონის მზარდ ქსელზე ზემოქმედება (Impacts on the growing networking in the region) 
მონაწილეები: ევა ხაჩატრიანი, სერა ოზჰანი და ნინი ფალავანდიშვილი
 
პროექტი განხორციელდა მრავალწლიანი (2008-2011) პროექტის X-OP ფარგლებში და დაფინანსებული იყო ევროკომისიის კულტურის პროგრამის მიერ. 
ფოტოები ეკუთვნის Apartment Project-ს