Friday, March 3, 2006
Georgia Here We Come, Part I
3-24 მარტი 2006, თბილისი
ორგანიზატორები: ERforS (Marjolijn Dijkman and Maarten Van den Eynde) და Expodium (უტრეხტი), გეოეართან თანამშრომლობით.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, ERforS და Expodium-მა ორგანიზება გაუწიეს ადგილის სპეციფიკურ პროექტს. სააკაშვილი საზღვარგარეთ ნასწავლ და ნამუშევარ ქართველებს მოუწოდებდა დაბრუნებულიყვნენ და ქვეყნის აღმშენებლობაში მიეღოთ მონაწილეობა. საპასუხოდ, ERforS-ს აინტერესებდა  იმის გამოკვლევა, თუ რამდენად შეუძლია ხელოვნებას მონაწილეობა მიიღოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ძიებაში. უნდა შეცვალოს თუ არა რაიმე საქართელომ? რა და როგორ? რა არის თავისუფლება და რა არის დემოკრატია? პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო სიტუაციის თავისუფალი დანახვა. ხელოვანებსა და ადგილობრივებთან ინტერაქცია მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და მისი მომავლის შესახებ მეტის გასაგებად. ERforS-მა საზოგადოებრივ სივრცეში ინტერვენციებით შექმნა ცვლილება და ხელი შეუწყო ჩართულ ხელოვნებას.  

,,ჩვენ ვთვლით, რომ ამ ინსტალაციებს, პროექტებსა და ინტერვენციებს ქალაქში მცირედი ცვლილება მოჰყვება. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივებთან ინტერაქცია ჩართული ხელოვნების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის გეოეარისთვის და თბილისში მოღვაწე სხვა ორგანიზაციებისთვის” - ERforS

დამოუკიდებელი პროექტების გარდა, ჰოლანდიელმა მხატვრებმა წაიკითხეს ლექციები თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ლექციები მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: მხატვრის როლი საზოგადოებაში; ხალხური რეწვის გამოყენება თანამედროვე დიზაინში; დისციპლინათშორისი თანამშრომლობა; კურატორის პრაქტიკა; ხელოვანი, როგორც ერთადამიანიანი საწარმო.

მონაწილეები:

მარიკა ასათიანი, დაან ვან დერ ბერგი, სტეფან დიდენე, მარიოლაინ დაიქმანი, დავით ჯინჯიხაშვილი, Orgacom, სუზ მაი შო, მაარტენ ვანდენ ეინდე, ერიკ ვონ რობერთსონი, ქრისტოფ ვეგიელი, ლადო დარახველიძე, მამუკა სამხარაძე, მელანო სოხაძე, პოლინა რუდჩიკი, ლუიზა ლაფერაძე, ბესა ქართლელიშვილი, ალექსანდრე კაციტაძე, გიორგი ტაბატაძე 

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული
 
პროექტის მხარდამჭერები: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ხელოვნების ეროვნული ცენტრი თბილისში 

Georgia Here We Come, Part II, to Holland
21 აგვისტო - 17 სექტემბერი 2006, უტრეხტი
 
პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული ნაწილის დროს, Expodium-მა (Bart Witte and Maaike Gouwenberg) შეარჩია 8 ქართველი მხატვარი, რომლებიც გაემგზავრნენ უტრეხტში, რათა იქაური კულტურის კონტექსტზე რეაქციით შეექმნათ ადგილის სპეციფიკური ნამუშევრები. უტრეხტში მათ უმასპინძლა Expodium-მა, რომელმაც ასევე, უზრუნველყო სამუშაო სივრცე და პროგრამა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ჰოლანდიელი მხატვრები, არქიტექტორები და ა.შ.

Bureau Beyond Utrecht და Graphic Atelier Utrecht-მა სამუშაოდ და საცხოვრებლად გამოყვეს სივრცე. საბოლოო პრეზენტაცია გაიმართა 10 სექტემბერს, უტრეხტის კულტურის წელიწადის დაწყებისას. 

მონაწილეები:

ლადო დარახველიძე, მამუკა სამხარაძე, მელანო სოხაძე, პოლინა რუდჩიკი, ლუიზა ლაფერაძე, ბესა ქართლელიშვილი, ალექსანდრე კაციტაძე, გიორგი ტაბატაძე

პროექტის მხარდამჭერები:
Prins Bernhard Culturefund, The Centre for Visual Arts Rotterdam, European Cultural Foundation, NCDO, Open Society and Soros Network, Royal Embassy of The Netherlands