Sunday, May 1, 2016
ხელოვანი და კურატორი, იპ კაი ჩუნი გეოეარის რეზიდენციაში მოწვეული იყო პროექტის თბილისის ჭადრაკის სასახლე“ ფარგლებში. 
 

იპ კაი ჩუნი დაიბადა და ცხოვრობს ჰონგ-კონგში.  (ადგილობრივი) კულტურის, ისტორიის, იდენტობის და სახლის გაგების გადაკვეთებისადმი მისი დაინტერესება პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. თავის შემოქმედებაში იგი იღწვის ამოიცნოს ნაგულისხევი და უარყოფილი, აღადგინოს დაკარგული კავშირები და წარმოიდგინოს ალტერნატივები. მისთვის მნიშვნელოვანია ხელოვნებაში გულწრფელობა.

იპ კაი ჩუნის პრაქტიკა პროცესზე ორიენტირებულია და სხვადასხვა დისციპლინების თეორიებსა და მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ის ერთმანეთში ურევს დოკუმენტაციას და თხრობას. ხშირად იგი ქმნის გარემოებებს, რომლებშიც მისი ყოველდღიურობა და პირადი გამოცდილება ებმის სახელოვნებო კვლევას და შემოქმედებას. მას ხიბლავს დოკუმენტაცია, რომელშიც იყენებს როგორც ხმოვან, ასევე ვიდეო ანდა ფოტო გამოსახულებებს და ნაპოვნ ნივთებს.
მისი კურატორული პრაქტიკა გულისხმობს განსხვავებულ სახელოვნებო ფორმებს და აქრობს პირობით საზღვრებს ხელოვნების შექმნასა და კურატორულ საქმიანობას, ტრადიციულსა და თანამედროვეს, ხელოვნებასა და სხვა დისციპლინებს შორის, რითაც ხელს უწყობს დიალოგს ხელოვნების შიგნით და მის გარეთ.
იპ კაი ჩუნი სწავლობდა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში პროგრამებზე Critical Intermedia Laboratory (2003-06) და Cultural Studies (2006-08). იგი არის VT Artsalon, Taipei (2016) და Mur Nomade, Hong Kong(2015) პროგრამების გამარჯვებული. მისი ნამუშევარი voice from the root, reclaiming მოხვდა Special Mention კატეგორიაში, the 21st ifva awards, Hong Kong (2016). 
 
„თბილისის ჭადრაკის სასახლის“ პროექტისთვის იპ კაი ჩუნმა შექმნა ჭადრაკის სასახლის ჭადრაკითამაში ეფუძნება თბილისის ჭადრაკის სასახლის ამჟამინდელ დანაწევრებას და პრივატიზაციას.

1973 წელს საჯარო გამოყენებისათვის გახსნილი თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი წარმოადგენს საბჭოთა მოდერნიზმის ტიპურ ნაგებობას. ამჟამად, შენობა განაწილებულია შვიდ სხვადასხვა მხარეს შორის, რომელთაგან ზოგს არანაირი კავშირი არ აქვს ჭადრაკთან. თითოეულ მხარეს თავის მოთხოვნების შესაბამისად აქვს გადაკეთებული შენობის ინტერიერი თუ ექსტერიერი, შენობის საჯაროობა მეტწილად შეზღუდულია. 
თამაში ასახავს საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდის არქიტექტურის როგორც დაზიანებას, ასევე, სწრაფ პრივატიზაციას და კომერციალიზაციას, რაც თბილისის და სხვა პოსტ-საბჭოთა ქალაქების აშკარა ვითარებაა.

 
იპ კაი ჩუნის რეზიდენცია გეოეარში დაფინანსებულია Hong Kong Arts Development Council, Arts Development Fund of the Home Affairs Bureau-ს და the Government of the Hong Kong Special Administrative Region მიერ.