Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).

თანამედროვე ხელოვნება ცოცხალი პროცესია, რომელიც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებულს, მათ შორის ხელოვნების არსსაც კი.

საქართველოს ცვალებად სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ თანამედროვე ხელოვნება ესთეტიკური სიამოვნების საზღვრებს გასცდეს და აქტიურად ჩაერთოს გარემოს კრიტიკულად აღქმისა და გადააზრების პროცესში.

გეოეარი ხელს უწყობს და ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით პროექტებს, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა კულტურის კონტექსტში მომუშავე ადამიანები და ხდება მათთვის სამუშაო გარემოს შექმნა. გეოეარის საქმიანობა სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას მოიცავს: თანამშრომლობითი პროექტები, დამოუკიდებელი სახელოვნებო რეზიდენცია და არქიდრომი - თანამედროვე ხელოვნების არქივი. გეოეარის გუნდი ინტენსიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნების ისეთი ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც აქტუალურ საკითხებს უკავშირდება. გეოეარის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს მეტად კვლევაზე დაფუძნებული, გახსნილი და ჩვენი გარემოს სპეციფიკასთან დაკავშირებული. ჩვენი საქმიანობის საფუძველი საზოგადოებასთან ურთიერთობაა. ჩვენი კურატორული პროექტები ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და მათში პრიორიტეტს ვანიჭებთ სოციალურად ჩართულ პროექტებს, სადაც მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ადგილობრივ ხელოვანებსა და საზოგადოებას, თუ თემს შორის ხდება გამოცდილებისა და იდეების გაზიარება.