Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).

გეოეარმა რეზიდენციის პროგრამა 2010 წლის იანვარში დაიწყო. ეს არის თვითმყოფადი  რეზიდენციის პროგრამა, რომელიც უცხოელ ხელოვანებს, კურატორებს, მკვლევარებსა და კულტურის მენეჯერებს აძლევს შესაძლებლობას თავი წარმოაჩინონ თბილისში, საქართველოში და გამოიყენონ ეს ლოკაცია, როგორც საწყისი წერტილი თავიანთი კონტაქტების გასამყარებლად, ხელოვანებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან და კავკასიის რეგიონში მოღვაწე კურატორებთან შესახვედრად. განავითარონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და კვლევა კავკასიის კონტექსტში. სანაცვლოდ კი ადგილობრივ პროფესიონალებს ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ გეოეარის საერთაშორისო რეზიდენტებს.

ჩვენი რეზიდენციის პროფილი კონცენტრირებულია ურბანულ სივრცეზე და ხელოვნების სოციალური ჩართულობის თემაზე. 2017 წლის ზაფხულამდე ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე - თბილისის ალტერნატიული გზამკვლევი. შესაბამისად, ამ პერიოდის რეზიდენციების მიზანია ამ პროექტისთვის ნამუშევრების შექმნა. ჩვენ ვიღებთ ხელოვანებს/კურატორებს/მკვლევარებს ანდა სხვა სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და მუშაობენ კონცეპტუალურ ვიზუალურ ხელოვნებაში და პერფორმანსის განხრით.

რეზიდენციის ხანგრძლივობაა 1-3 თვემდე.

გეოეარი ვერ უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა შეუძლია მოწვევის წერილითა და პროექტის დაფინანსების აპლიკაციისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა.

გეოეარის რეზიდენციის საფასური (საცხოვრებელი, მასპინძლობა, დახმარება) შეადგენს თვეში 2,000.00 ევროს. მგზავრობას და ყოველდღიურ ხარჯებს თავად რეზიდენტები ფარავენ. პროდუქციის საფასური დამოკიდებულია რეზიდენტის პროექტის ტიპზე, რისი ხარჯების აღრიცხვაც გეოეარის პერსონალის მიერ ხდება რეზიდენტის პროექტის დამტკიცების შემდეგ. 

2017 წლის ბოლომდე გეოეარის რეზიდენციაში განცხადებების მიღება შეჩერებულია.

გეოეარის სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა იყოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა და CV-სთან და პორტფოლიოსთან ერთად (ფორმატი - PDF) გადმოაგზავნილი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: residency@geoair.ge