ჟანა გლადკო - ძალის პროვოცირება 2012 – 2016
08.03.2016- 19.03.2016
გახსნა - 08.03.2016, 17:00
დისკუსია ხელოვანთან - 19.03.2016, 17:00
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გია ჭანტურიას ქუჩა 8, თბილისი 0108
ჟანა გლადკოს პერსონალური გამოფენა აერთიანებს საკვანძო ფრაგმენტებს მისი პროექტიდან „ძალის პროვოცირება.” პროექტი შედგება საკმაოდ მასშტაბური სახელოვნებო არქივისგან: სხვადასხვაგვარ ობიექტთა კოლექცია, სახელოვნებო აქციების დოკუმენტაცია, ავტოპორტრეტების სერია, ხმოვანი და ვიდეო ნამუშევრები, ასევე, ნაპოვნი საგნები. თბილისში გამართული გამოფენის ფარგლებში, ხელოვანი პირველად აერთიანებს პროექტის ყველა იმ ნაწილს, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ცალკეულად იყო ნაჩვენები სხვადასხვა გამოფენებზე. გარდა ამისა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ჟანა გლადკომ ამ გამოფენისთვის გაზარდა ავტოპორტრეტების სერია.