Friday, February 26, 2016
ჟანა გლადკო - ძალის პროვოცირება 2012 – 2016
08.03.2016- 19.03.2016
გახსნა - 08.03.2016, 17:00
დისკუსია ხელოვანთან - 19.03.2016, 17:00 
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გია ჭანტურიას ქუჩა 8, თბილისი 0108
 
ჟანა გლადკოს პერსონალური გამოფენა აერთიანებს საკვანძო ფრაგმენტებს მისი პროექტიდან „ძალის პროვოცირება.” პროექტი შედგება საკმაოდ მასშტაბური სახელოვნებო არქივისგან: სხვადასხვაგვარ ობიექტთა კოლექცია, სახელოვნებო აქციების დოკუმენტაცია, ავტოპორტრეტების სერია, ხმოვანი და ვიდეო ნამუშევრები, ასევე, ნაპოვნი საგნები. თბილისში გამართული გამოფენის ფარგლებში, ხელოვანი პირველად აერთიანებს პროექტის ყველა იმ ნაწილს, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ცალკეულად იყო ნაჩვენები სხვადასხვა გამოფენებზე. გარდა ამისა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ჟანა გლადკომ ამ გამოფენისთვის გაზარდა ავტოპორტრეტების სერია.
სახელოვნებო-კვლევითი პროექტის „ძალის პროვოცირება” ერთ-ერთი რაკურსი პატრიარქალური კულტურის სისტემაში ქალური სუბიექტურობის გააზრებისკენ არის მიმართული. ამ სისტემაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში მამის და მამაკაცის ფიგურა წარმოადგენს ძალაუფლების გადანაწილების საწყის წერტილს. სხვა პარტიარქალური საზოგადოებების მსგავსად, ბელარუსშიც ქალის თვითიდენტიფიკაციის თავისუფალი არჩევანი აგრესიას, კლიშეებს და დამამცირებელ შტამპებს ეჯახება. აქტუალურია საკითხი - ქალი, როგორც სხვა.
 
ჟანა გლადკო ბელარუს ხელოვანთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია. სხვადასხვა მედიის საშუალებით ის მუშაობს გენდერის საკითხზე აქტუალური ფემინისტური თეორიის კონტექსტში და ასევე, სხვა თემებზე. 2002 -2009 წლებში სწავლობდა ბელარუსის ხელოვნების აკადემიაში.
ცხოვრობს და მოღვაწეობს მინსკში (ბელარუსი).
 
მისი ყველა ნამუშევარი ამბივალენტური გამოსახულებების შექმნით მიმართულია ისეთი მასშტაბური ცნებების გადაააზრებისკენ/დეკონსტრუქციისკენ, როგორებიცაა გენდერული პოლიტიკა და პატრიარქატი, რელიგია და კულტურა, ხელოვნების სისტემა და საზოგადოება. ამ თემების აქტუალურობას ჟანა გლადკო ხაზს უსვამს პირადი გამოცდილების კვლევით. ბელარუსში პატრიარქალური სისტემის კრიტიკის მიზნით, ხელოვანი ქმნის ავტოპორტრეტების სერიას, რომელიც აქტუალურობას სძენს მრავალ მტკივნეულ თემას, ქმნის ობიექტების პირად კოლექციას, აქციების დოკუმენტაციას. ამგვარად ხდება ჟანა გლადკოს მამამისთან ურთიერთობისა და კონფლიქტის გადაფასება.
პროექტი „ძალის პროვოცირება” ხელოვანის საკვანძო ნამუშევარია. ბელარუსის თანამედროვე ხელოვნების შესწავლის პლატფორმის - „კალექტარის” ექსპერტების მიერ, იგი დასახელებული იყო ბოლო 50 წლის ბელარუსის ხელოვნებაში 40 ყველაზე გავლენიან ნამუშევარს შორის.
 
პროექტის ორგანიზატორი გეოეარი, „ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.