Saturday, November 9, 2013

ანა დანილევიჩი არის ბიალისტოკიდან (პოლონეთი). ის არის ბიალისტოკის სამხედრო მუზეუმის საგანმანათლებლო და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი. ასევე, ანა მუშაობდა დრამატულ თეატრსა და გაზეთში GazetaWspolczesna. ამას გარდა, ის თანამშრომლობდა სხვადასხვა ასოციაციებთან და დამოუკიდებელ პროექტებთან, როგორებიცაა:

- თეატრალური ვორკშოპები ახალგაზრდებისათვის (2009, 2010, 2011), ჟურნალისტიკისა და წერის სექცია; საერთაშორისო სასაზღვრო საზაფხულო სკოლა კრასნოგრუდაში (2012, 2013) და ვიშეგრადის საზაფხულო სკოლა (2013) - ინსტრუქტორის რანგში.
- Cultural Bridges, Bialystok CALM: Life Mission, HIT History and Theatre, Backpack History - ყველა პროექტი განხორციელდა  კულტურისა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: ასოციაცია ENGRAM (ცეკვა, ქუჩის ხელოვნება), Salesian Mission Centre, სასწრაფო დახმარებისა და განათლების ცენტრი, დრამატული თეატრი, კოლექტიური ასოციაციის თეატრი და დამოუკიდებელ ხელოვანებთან („ბრეიქდანსერები“, გრაფიტის ხელოვანები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, გრაფიკოსები და სხვ.) ერთად - ინტერდისციპლინარული პროექტების კოორდინატორის რანგში.
- ასევე, ის კვლავ მუშაობს როგორც ჟურნალისტი

ანამ დაამთავრდა პოლონური ფილოლოგიისა და განათლების სამაგისტრო კურსი ბიალისტოკის უნივერსიტეტში. შემდეგ, მან პროფესიული წინსვლა განაგრძო ისეთი ტრეინინგების საშუალებით, როგორებიცაა: ევროპული დიპლომი კულტურის პროექტების მენეჯმენტში (2011-2012), კულტურის ოპერატორების საერთაშორისო სემინარი (2011, სტრატეგიული დაგეგმვის სერტიფიცირებული კონსულტანტი). ამჟამად, ანა არის კულტურის სამინისტროს გრანტის მფლობელი კულტურის მენეჯმენტის დარგში.

კულტურის სფეროში მისი ამჟამინდელი ინტერესები უკავშირდება სამ საკითხს: ხელმისაწვდომობა, ღიაობა და ჩართულობა. ის ცდილობს შექმნას კულტურულ ღონისძიებათა მონაწილეთა კომუნიკაციის ახალი გზები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ადგილობრივ თემურ პროექტებზე. კულტურის განათლების განხორციელების ერთ-ერთ გზად ის ხედავს „კულტურისთვის განათლებას“ და არა „კულტურის შესახებ განათლებას“.

თბილისში, გეოეართან თანამშრომლობით ანამ განახორციელა ვორქშოფი „მონაწილეობა და ჩართულობა: ქალაქის მაცხოვრებლები და ურბანული ინტერვენციები".

ანა დანილევიჩის ვიზიტი განხორციელდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს გრანტის ფარგლებში.

ეს ვორკშოპი მოეწყო ევროკავშირის პროექტ SPACES ფარგლებში.

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.