Saturday, June 1, 2013
ასტრიდ ბუსინკი სწავლობდა სახვით ხელოვნებას ენსხედეს ხელოვნების აკადემიაში (ნიდერლანდები) და მაგისტრატურაში ფილმის განხრით ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში (შოტლანდია). მაგისტრატურაში სწავლის დროს გადაიღო დოკუმენტური ფილმი 'The Angelmakers' (IDFA სადებიუტო ჯილდო, Little Stamp ჯილდო, ZagrebDOX, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ნომინაცია გრირსონის ჯილდოსთვის (Grierson Award) და სხვა მრავალი). ამის შემდეგ, მან გადაიღო დოკუმენტური ფილმები „თავდაყირა“ (Rückenlage / Upside Down) (ვერმონტის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმისთვის, Silver Cub, IDFA 2006ნომინაცია), „ჩემი მანქანის 9 ცხოვრება“ (The 9 lives of my car - 2007 წლის ჰოლანდიის კინოფესტივალი) და „მე ვესროლე მერს“ (ან: გეგმა ბ) (I shot the mayor (Or: Plan B) - ნომინაცია Silver Cub-ზე, IDFA 2007, Zagrebdox და HOTDOCS ოფიციალურ პროგრამებში).
 
ასტრიდ ბუსინკი მუშაობს და ცხოვრობს ამსერდამში, სადაც გადაიღო მისი პირველი სტულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დაკარგული კოლონია“ (The Lost Colony - როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში, HOTDOCS). მან, ასევე, დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე  „ჩემი ენსხედე“ (MijnEnschede), რომელიც ეხება 2000 წელს ენსხედეში მომხდარ აფეთქებას, რომელმაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე და ათასობით ადამიანი დაშავდა. „ჩემი ენსხედეს”-ს პრემიერა მოეწყო როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2010 წელს. ნიუ იორკში რეზიდენციაში ყოფნის დროს მან დაიწყო მუშაობა პროქტზე „კონსტრუქციები“, რომელიც ნაჩვენები იყო ნიუ იორკისა და ედინბურგის გალერეებში და ახლაც აგრძელებს ამ პროექტზე და იგივე სათაურის მქონე დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას.
 
საქართველოში იგი იმყოფებოდა ბათუმის რეზიდენციაში გაცვლითი პროექტის „ახლა იღვიძებს ზღვა“ ფარგლეში. ეს გაცვლითი პროექტი დაიწყო 2012 წელს თურქეთში პროექტ NLTR400-ის ფარგლებში. ECF-ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა პროექტის გაგძელება საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტის იდეის ავტორი არის ჰოლანდიური ორგანიზაცია „სატელიტგრუპი“ და ის მოიაზრებს კვლევით დაინტერესებული ხელოვანების/არქიტექტორების/რეჟისორების რეზიდენციას შავი და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო ტრანზიტულ ზონებში მდებარე ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში. ასევე, შეიქმნება ახალი ნამუშევრები, შეგროვდება უკვე არსებული ფილმები და პროგრამა მოგზაური კინოფესტივალისთვის, რომლისთვისაც მოეწყობა საჯარო ჩვენებები და დისკუსიები როგორც შავი, ასევე, ჩრდილოეთის ზღვის სანაპირო ქალაქებში.
 
ხელოვანთა ორგანიზაცია სატელიტგრუპი დაარსდა 2006 წელს ჰააგაში, ჰოლანდიაში, ქვეყანაში, რომელსაც მჭიდრო ისტორიული სახელოვნებო და ინოვატორული კავშირი აქვს ზღვასთან. სატელიტგრუპი ხელოვნების და კულტურის მეშვეობით იკვლევს თუ რა ზეგავლენას ახდენს ზღვა და წყლები ქალაქებზე, ადამიანებზე, თემზე და გარემოზე. სატელიტგრუპის მიზანია საჯარო და პროფესიული ცნობიერების ამაღლება სანაპირო ზოლების ცვალებადობაზე. მათ განავითარეს ახალი მეთოდი ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამისა, სადაც ხდება კვლევა და ლოკალური ცოდნის გაზიარება გლობალურ დონეზე. რეზიდენციაში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ხელოვანები და მკვლევარები, რათა ერთობლივად განავითარონ და წარადგინონ კვლევა, რომელიც გააერთიანებს ზღვის და სანაპიროების კულტურულ, ინოვაციურ და მდგრად მნიშვნელობას. ეს პროცესი მოიცავს ადგილზე კვლევას, თემთან ჩართულობას, ექპერტებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას. აკავშირებს რა თანამედროვე კვლევას და ახალ ნამუშევრებს ისტორიულ და სამომავლო სანაპირო ზოლის განვითარებას, პროექტი, ასევე, კავშირებს აბამს სანაპირო ზოლის ტერიტორიის თემებს შორისაც.
 
პროექტი დაფინანსდა ევროპის კულტურის ფონდის თანამშრომლობითი პროექტების საგრანტო პროგრამით.