Thursday, July 22, 2010
 
გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს - კვლევა და დასვენება
22-25 ივლისი, 2010, თბილისი, საქართველო
ხელოვნება, არქიტექტურა, საუბრები, კონცერტები, ექსკურსიები და სხვა
საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტრო
ჯოანა ვარშას პროექტი
 
ინიციატორთა ჯგუფი: ვაჰრამ აღასიანი, დანიელ ბირკენმაიერი, ევა ხაჩატრიანი, ნინი ფალავანდიშვილი და ჯოანა ვარშა
დისკუსიების კურატორი: ევა ხაჩატრიანი
 
ხელოვანები, მკვლევარები, არქიტექტორები, კურატორები, ეკონომისტები და თბილისის მაცხოვრებლები კონტექსტუალურ საზაფხულო ხელოვნების პროექტში ყოფილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის გზების დეპარტამენტის სამინისტროსა და საქართველოს ბანკის მომავალი სათაო ოფისის შუალედურ დროის მონაკვეთში:
ვაჰრამ აღასიანი, აირინ ანასტასი, ეი არაკავა, რუბენ არევშატიანი, ბეტინა ატალა, დანიელ ბაუმანი, ალენა ბოიკა, რენე გაბრი, ჯგუფი ბულიონი, დანიელ ბირკენმაიერი, გიორგი ჩახავა, იოსებ დაბერნიგი, კოტე ჯინჭარაძე, დიდიე ფიუზა ფაუსტინო და მეთიუ ჰერბელინი / მესარქიტექტურა, იონა ფრიდმანი, უილიამ ჰოლისტერი, ზურაბ ჯალაღანია, ნანა ყიფიანი, ევა ხაჩატრიანი, აგნეშკა კურანტი, ნიკოლოზ ლუთიძე, ნინი ფალავანდიშვილი, გელა პატაშური, ლალი პერტენავა, რიჩარდ რეინოლდსი, გეორგ შიოლჰამერი, სლავსენდთათარს, სოფო ტაბატაძე, ნინკე ტერპსმა და რობ ჰამელინკი / Fucking Good Art, ვატო წერეთელი, ურბანული კვლევის ლაბორატორია: გიო სუმბაძე. ანი ჩორგოლაშვილი და რეზო ღლონტი, გრეგ ლინქვისტი, თამუნა ქარუმიძე, ნელი ზედგენიძე და კოკა რამიშვილი; ურბან რეაქტორი, იან ვერვორტი და მელინდა ბრათენი, ალექსანდრა ვასილოვსკა, მარტინ ზეტი

კავკასია საუბრობს გაყინული მომენტებით. კომუნისტური რეჟიმი დაინგრა და მატარებლები გზად გაჩერდა, თბილისის თავზე მიტოვებული საბაგირო მანქანები დაეკიდა, ხოლო გიუმრის განუხორციელებელი მომავლის უძრავმა ქონებამ დროებითი მაცხოვრებლები შეიფარა. საბჭოთა არქიტექტურულმა მემკვიდრეობამ რეგიონში მრავალჯერადად გამოყენების, შემოქმედებითი მეურნეობისა, მდგრადი და თვითორგანიზებადი პოლიტიკური კურსის ნაადრევი პოტენციალი გამოავლინა, რაც პარალელურად დღევანდელი კულტურის დისკურსშიც ჩნდება. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ყოფილი გზების სამინისტრო, აშენებული 1975 წელს გიორგი ჩახავასა (1923-2007) და ზურაბ ჯალაღანიას მიერ, ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი შენობაა მსოფლიოში. რეალიზებული უტოპიის (a utopie realizable) მაგალითი გაზრდილი რეალობის ნაყოფია, რომელშიც კომუნისტური მომავლის სახე ორგანულ, პალიმფსესტურ არქიტექტურასა და განგრძობად, არა-სპეციალისტის-მიერ-დაგეგმილ გარემოს ერწყმის.

 
კავკასიელი და საერთაშორისო ხელოვანების, არქიტექტორების, კურატორების, მკვლევარების და თბილისის საზოგადოების 3-დღიანი რეზიდენცია გვთავაზობდა საკვლევ და დასასავენებელ მდიდარ და მომხიბლავ სესიებს ამ ჰეტეროტოპიული ადგილის შესახებ. პროგრამაში შედიოდა საუბრები, სახელოსნო სესიები, ხელოვანთა და არქიტექტორთა ინტერვენციები, კონცერტები, ექსკურსიები და საღამოები სახურავზე. ამოსავალი წერტილი უფრო გაყინული იმიჯების პოეზია, მისი წარსული და მომავალი მნიშვნელობების ჩვეული პოტენციალი იყო, ვიდრე მოდერნიზმის მემკვიდრეობა; მოძრავი და მოსეირნე ქალაქი, ჩართვითი კონცეპტები, “უკან მომავლისაკენ” კურსი და ბევრი სხვა. ივლისის 3 დღის განმავლობაში ეს ფანტასტიური შენობა გადაიქცა ჰორიზონტალური თანამშრომლობის დიაგრამად, რომელშიც ერთ სპონტანურ ქმედებასაც კი შეეძლება მთელი პროექტის რადიკალურად შეცვლა. ასევე, ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბანკის სათაო ოფისის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, შენობა გაიხსნილიყო საზოგადოებისთვის.
 
პროდიუსერები: Other Space Foundation და (Laura Palmer Foundation)
პარტნიორები: გეოეარი საქართველო (GeoAIR), აიკა სომხეთი (AICA), უძრავი ქონების ეკონომიკისა და პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტი, ბიბერახი, გერმანია
სპონსორები: პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (MKiDN), ქალაქი ვარშავა და ტრანსკავკასია. ევროპის კავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით 
მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი
 
პროექტის ფოტოდოკუმენტაცია  >>>