Wednesday, April 2, 2008
გაცვლითი აკადემია
კონცეფცია და განხორციელება: გეოეარი
ფრეია ვან დიენი (NL); ონო დირკერი (NL), სოფო ტაბატაძე (NL/GEO)
2-23 აპრილი, 2008, აბრეშუმის მუზეუმი, თბილისი

სამი კვირის განმავლობაში, ხელოვანთა ჯგუფმა საქართველოდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შექმნა პლატფორმა, სადაც განიხილებოდა თანამედროვე ხელოვნების არქივის საკითხი. 

პროექტის მთავარი შეკითხვები იყო:

არის თუ არა შესაძლებელი, ანდა როგორ, რომ ერთმა ადამიანმა ან ჯგუფმა პროექტის განვითარებისთვის გამოიყენოს სხვა ადამიანის/ჯგუფის გამოცდილება.

მხატვარს ხშირად იწვევენ მცირე ხნით სხვაგან იმისთვის, რომ შექმნას ნამუშევარი და გამართოს გამოფენა, რომლიდანაც მისი წამოსვლის შემდეგ ბევრი არაფერი დარჩება. ჩვენ ამის საპირისპიროდ წასვლა გადავწყვიტეთ. შეთავაზება მოწვეულ ხელოვანებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების არქივსა თუ პლატფორმაზე მუშაობა იყო. ამას მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ,,გაცვლითი აკადემიის” მსგავსი პროექტების დაარქივება.  
 
რამდენადაც არქიდრომის (თანამედროვე ხელოვნების არქივი) ჯგუფი თბილისში ამ საკითხებზე უკვე მუშაობდა, ამ ორი ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება ლოგიკური იყო. არქიდრომის ჯგუფი წარადგენდა ადგილობრივ კონტექსტს და ისაუბრებდა არქივის საჭიროებაზე. მოწვეული ხელოვანები კი ამ საკითხს სხვა კუთხით შეხედავდნენ, იფიქრებდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნა საინტერესო არქივი, რა შეკითხვებს უნდა სცემდეს ის პასუხს, უნდა ჰქონდეს თუ არა არქივს ფორმა და ადგილი, თუ კონცეფციად უნდა დარჩეს.

მესამე მხარეს აბრეშუმის მუზეუმი წარმოადგენდა, რამდენადაც ღონისძიება იქ გაიმართა. მათი მხრიდან დაისვა შეკითხები, თუ როგორ შეიძლება მივცეთ ახალი სიცოცხლე არსებულ, მაგრამ მოძველებულ ინსტიტუტს; თანამედროვე საკითხებზე სამუშაოდ, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ ახალგაზრდა პუბლიკასა და ხელოვანებთან.

ასევე, პროგრამა მოიცავდა ხელოვანთა პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და ფილმის ჩვენებებს:

9 აპრილი - ქართული მოდერნიზმი - ნანა ყიფიანი; ჩვენება / კოტე მიქაბერიძის ფილმი ,,ჩემი ბებია” (1929)
17 აპრილი - კოცეპტუალური ხელოვნება საქართველოში - ხათუნა ხაბულიანი; ნინო სეხნიაშვილის ვიდეოების ჩვენება.
21 აპრილი - საუბარი ხელოვანთან / ვაჰრამ აგასიანი, ჯან ალთაი 

მონაწილეები:
ვაჰრამ აგასიანი (ARM); ჯან ალთაი (TR); ლადო დარახველიძე (GEO); ონო დირკერი (NL); ერგიუნ ერქოჯუ (NL); კოტე ჯინჭარაძე (GEO); კოტე სულაბერიძე და ნინო ჭილაშვილი (GEO); სოფო ტაბატაძე (GEO/NL); პიტერ ზუიდერვიქი (NL)
 
მონაწილეები არქიდრომიდან:
ნინი ფალავანდიშვილი, ანი ჩორგოლაშვილი, ლალი პერტენავა, სოფო კილასონია, სოფო ტაბატაძე.

მონაწილე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიდან:
ნინო (ჩუკა) კუპრავა

პროექტს ფინანსურად მხარს უჭერდნენ:
Stroom, the Hague (NL)
NCDO, (NL)
European Cultural Foundation (NL)