Tuesday, May 7, 2013
დიანა მაკკარტი დაიბადა და გაიზარდა ნიუ მეხიკოში და 1993 წლიდან ცხოვრობს ევროპაში. კერძოდ, 90-იან წლებში ცხოვრობდა ბუდაპეშტში და 2000-იან წლებში ბერლინში. მისი ნამუშევრები უკავშირდება ხელოვნებას, პოლიტიკასა და ახალ/ძველ მედიას. ამჟამად ის მუშაობს რადიოში, ასევე, გენდერის, რევოლუციური ქალებისა და ფილმის საკიხებზე. ის არის ბერლინში, ცნობილი რადიო  reboot.fm-ის თანადამაარსებელი და რედაქტორი. ასევე, დიანა არის საერთაშორისო სახელოვნებო რადიო ქსელის, radia.fm-ის თანადამაარსებელი და ქალთა, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ელექტრონული ქსელის თანამოდერატორი (ქეითი რაი ჰაუფმანთან, ველი ჯორჯევიჩსა და უში რეითერთან ერთად).
 
მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრებია: Prologue: New Feminism, New Europe. ასევე, დიანა იყო International Women’s University-ს სერვერის განვითარების გუნდის წევრი (სედა გურსისთან, ბარბარა შელკესთან, პროფესორ ჰეიდი შელოვსა და ჰეიქი პიშთან ერთად), რის ფარგლებშიც ის, ასევე, მუშაობდა ტექნოლოგიასთან ფემინისტური პედაგოგიკის სწავლების  მიდგომების განვითარებაზე. 90-იანი წლების შუა პერიოდში, მან გირთ ლოვინკთან და პით შულთზთან ერთად დაარსა Nettime და როგორც Media Research Foundation-ის ნაწილს, ორგანიზება გაუწია MetaForum-ს, კონფერენციათა სერიას ბუდაპეშტში (იანოს შუგარსა დ აგირთ ლოვინკთან ერთად). ის იყო Mikro e.V თანადაამრსებელიც. დიანა მუშაობს ხელოვანებთან, წერს მათი ნამუშევრების შესახებ და იყო Nettime Medien Zentral Kommittee readers თანარედაქტორი. მისი ძირითადი ინტერესია სოციალური და ტექნოლოგიური სისტემების გამოყენება კულტურასა და რეალურ ცხოვრებაში. 
"ჩემი რეზიდენციის პერიოდი თბილისში, დაეთმობა საქართველოს ახლანდელი, ძველი და მომავალი ფემინიზმისა და ქალთა აქტივიზმის კვლევას. ასევე, შესაბამისი ფილმების გაზიარებასა და ხსენებულ თემებთან დაკავშირებით, მომავალი თანამშრომლობისათვის პარტნიორების მოძებნას".

გეოეარის, „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს და ,,იდენტობა"-ს ორგანიზებით, 13 მაისს, „იდენტობა“-ს ოფისში გაიმართა საქველმოქმედო კინო ჩვენება, სადაც ნაჩვენები იყო ორი ფილმი და მოეწყო დისკუსია დიანა მაკკარტისთან. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდა ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს

ნაჩვენები იქნა:
 
Born in Flames ( Lizzie Borden, USA, 1983) - დოკუმენტური სტილის ფემინისტური, მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი, რომელიც განიხილავს რასიზმს, კლასიზმს, სექსიზმსა და ჰეტეროსექსიზმს ალტერნატიულ აშშ-ს სოციალისტურ დემოკრატიაში.  
 
Conakry (Filipa César with Grada Kilomba & Diana McCarty, 2012) 10 min. (World Premiere!) ეს არის ფილმი, რომელიც მოგზაურობს დროში, სივრცესა და მედიაში, რათა განიხილოს პოლიტიკური სუტაცია გინეა-ბისაუში. ის დადგმულია ბერლინში, Haus der Kulturen der Welt-ში და ეფუძნება ფლორა გომესის, სანა ნა ნჰადას, ჯოზეფინა კრატოსა და ხოსე კობუმბა ბოლამას 70-ანი წლების სურათების არქივს. ფილმი აჩვენებს არქივის გამოგონილ მედია ანგარიშს, სურათების სუბიექტურ კითხვას და განიხილავს მათ როლს პოსტ-აფრიკულ ლიბერაციაში. ის აღწერს და აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თითქმის დავიწყებული მასალა გახდეს მეხსირების აღდგენის ინსტრუმენტი. 
 
რეზიდენციის პროექტის მხარდამჭერი: Institut für Auslandsbeziehungen (ifa)