Monday, September 24, 2012

ევი შუბერტი დაიბადა 1981 წელს, ქალაქ ბრემენში (გერმანია). ამჟამად, იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. ფოტოგრაფიაში მან განათლება მიიღო Spéos Photographic Institute-ში პარიზი, ხოლო სარეჟისორო განათლება თეატრში Volksbuehne am Rosa-Luxemburg-Platz (ბერლინი). ამასთან ერთად იგი ფლობს აკადემიურ დიპლომს სოციალურ მეცნიერებასა და კომუნიკაციის დარგებში (ბაკალავრის ხარისხი), ერფურტის უნივერსიტეტი (University of Erfurt) და სამაგისტრო ხარისხს თეატრმცოდნეობაში, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი (Freie Universitaet Berlin).

ევი შუბერტის ნამუშევრები არის სოციოლოგიის, პოლიტიკური და კულტურული ფენომენების სიმბიოზი, რითიც იგი საკუთარ სახელოვნებო ენას ქმნის, რომელიც ვიდეოს, პერფორმანსების და ფოტოგრაფიის სახით გვევლინება.

ამჟამად ევი შუბერტი მუშაობს სამნაწილიან ვიდეოპერფორმანსზე, რომელიც დროის აღქმას ეხება. ამ ტრიპტიხის პირველ ნაწილიში “Ich warte nicht auf dich mit diesem Tag” („ამ დღით მე შენ არ გელოდები“) ოთხი მოხუცებული ადამიანი გვაჩვენებს დროის ამაოებას მაშინ, როდესაც ისინი სიცოცხლის და სიკვდილს შორის არიან. მეორე ნაწილი ფილმისა იქნება პასუხი პირველზე და მასზე ევიმ საქართველოში, გეოეარის რეზიდენციაში ყოფნისას იმუშავა.

თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე მან გერმანული თანამედროვე ვიდეო ნამუშევრები აჩვენას. ვიდეოს ჩვენების დროს ყურადღება გამახვილებული იქნა ინდივიდუალურ პერფორმანსზე სოციალურ ანდა პოლიტიკურ კონტექსტში.

ნაჩვენები იქნება ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ბიორნ მელუზი, ჰერბრეტ ფრიტჩი, შარამ ენთეკაბი და ევი შუბერტი. შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

პრეზნტაციის დოკუმენტაცია:

დილა მშვიდობისა, საქართველო! რუსთავი 2. 28.09.2012 /07.45 h.

TBCARTAREA TV 2.0