Saturday, May 11, 2013
„ბეთლემის უბნის ფესტივალის" ფარგლებში ICOMOS საქართველოს, გეოეარის, შპს „თბილსერვის ჯგუფის," თბილისის მერიის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ეკო-კულტურული ღონისძიება, რაც მოიცავდა ბეთლემის აღმართ 16ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება-გაწმენდას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მათ გამოყენებას ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად.  ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა: ადგილობრივი თემი, სტუდენტები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ხელოვანები, მოხალისეები. მონაწილეებისათვის გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ტური ბეთლემის კლდისუბანში.