Tuesday, October 1, 2013

ურბანული სივრცის ხელოვანი ელტონო, ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მადრიდში, ხოლო 2010 წლიდან კი ცხოვრობს პეკინში. ქუჩის ხელოვნების კარიერა მან დაიწყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით - შესასხამი ფერადი ქილებით. ათწლიანი მუშაობის შემდეგ მან განავრცო თავისი შემოქმედებითი სტილი აკრილის საღებავების და ლენტების გამოყენებით, რათა განევითარებინა აბსტრაქტული გეომეტრიული ენა. ელტონო ცნობილია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით და ურბანულ სივრცეზე მისი მგრძნობიარე დამოკიდებულებით. ფორმების და ფერების გამოყენებისას ის ყოველთვის მიმართავს იმპროვიზაციას, რისი მეშვეობითაც ახდენს ადგილზე არსებულ ბალანსში ინტეგრირებას. ის აგრეთვე ირჩევს უგულვებელყოფილ ზედაპირებს იმ მიზნით, რომ აღადგინოს მათი ღირსება და ამისთვის იყენებს მიტოვებულ და ძველ მასალას. მსოფლიოს ოთხმოცზე მეტი ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ იპოვოთ ამ წარმატებული, თუმცა, თავმდაბალი ხელოვანის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ბევრ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში ყოფილა გამოფენილი, მათ შორის Tate Modern და Fundación Miro-ში.

ელტონო მოწვეული იყო ურბანული ხელოვნების ფესტივალ „არტ აქტივი“ 2013-ის ფარგლებში.