ელიზაბეტ ვაითი არის ნიუ-იორკში დაფუძნებული ხელოვანი, რომლის ნამუშევრები მოიცავს როგორც ფოტოს და ვიდეოს, ასევე ინსტალაციასა და სოციალური პრაქტიკას. მისი უკანასკნელი გამოფენებია "No Soul For Sale”, რომელიც მოეწყო ლონდონის თეით მოდერნში და “Surveil", ანე ელიზაბეტ მურთან ერთად, ბერლინში ”უსასრულო პროგრესის ცენტრში” (
Center for Endless Progress). ელიზაბეტ ვაითის ნამუშევრები ნაჩვენები იყო, როგორც ნიუ-იორკში, დუბლინში, ლაიფციგში, ასევე იაპონიასა და ახალ ზელანდიაში. 2010 წლის ზაფხულში იგი იყო ლაიფციგის ბამბის სართავი ქარხნის კულტურულ ცენტრში (
Spinnerei),
Pilotenkuche-ს რეზიდენტი. მას აქვს მიღებული აარონ სისკინდის (Aaron Siskind Fellowship) სტიპენდია, ასევე, მხარდაჭერა ჰატიე სტრონგის ფონდიდან (Hattie Strong Foundation) და
ArtInfo.com-ის მიერ დასახელებულ იქნა ახალ ტალანტად.
ელიზაბეტ ვაითმა გაიარა მაგისტრატურა ვიზუალური ხელოვნების სკოლაში, ნიუ-იორკში (School of Visual Arts in New York) და ბაკალავრიატი - ვასარის კოლეჯში (Vassar College). იგი ასწავლის ხელოვნებას, დიზაინს და ციფრულ კულტურას ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რამაპოს კოლეჯში, ნიუ-ჯერსიში (Ramapo College). ასევე, იგი იყო მიწვეული ფაკულტეტის წევრად ბენინგტონის (Bennington College) და პურჩეის კოლეჯებში (Purchase College). ელიზაბეტ ვაითი არის ბლოგ HotArtAction.com-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.