Wednesday, April 9, 2014

პროექტ "ვაკანტური თბილისის" ფარგლებში ჩატარებული 10 დღიანი ვორკშოფის შემაჯამებელი პრეზენტაცია მიეძღვნა ვაკანტურობის საკითხს და თბილისში მრავლად არსებულ მოტოვებულ შენობებს. ცარიელი  სივრცეების რუკის შექმნით, დაგეგმარების საშუალებების, არქიტექტურული ინსტრუმენტების კვლევით და ადგილზე ინტერვენციებით ვორკშოფის მიზანი იყო ყურადღება გაგვემახვილებინა ამ ცარიელი სივრცეების დროებითი გამოყენების საშუალებებზე და მათი სხვა ფუნქციით დატვირთვაზე.

პროგრამა:

18:00 ყოფილი ავტოსადგური
“სადგური ბაბინა”- გამოფენის გახსნა
ზვიად გამსახურდისას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპირო #8, გალაქტიონის (მარჯანიშვილის) ხიდთან ყოფილი ავტო სადგური, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო და გამოიყენებოდა მხოლოდ ნაგავსაყრელად, გაცოცხლდა სახელოვნებო ინტერვენციის მეშვეობით. ეს ადგილი გახდა ადგილობრივი ხელოვანების და ამ ტერიტორიის ყოველდღიური მომხმარებლების შეხვედრის ადგილი. ისინი ძირითადათ არიან მანქანის ხელოსნები და მათი კლიენტები. მათი ინტერესები გაერთიანდა “მანქანისადმი ლტოლვაში,” რომელიც გაზიარებული იქნა ამ საბჭოთა, მიტოვებულ შენობაში შექმნილი სპეციფიური ატმოსფეროთი.

20:00 "Cobra" პარკი 
დ. აღმაშენებლის გამზ. #48 (ფოსტის მთავარ ოფისთან) 
გამწვანებული, საჯარო სივრცის საზეიმო გახსნა, რომელიც ვორკშოფის ფარგლებში უხილავი საჯარო სივრციდან გამოცოცხლებულ სივრცედ გადაკეთდა.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია, დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ საწარმოებს და ასევე, საზოგადოებრივ ჯგუფებს აღმოაჩინონ და დროებითი გამოყენებისთვის ჰქონდეთ წვდომა ამ ეტაპზე დაუკავებელ, უფუნქციო ნაგებობებზე. 
ამ სივრცეების დროებითი გამოყენება ხელს შეუწყობს ამ ნაგებობების გადარჩენას სრული განადგურებისგან, რადგანაც მათი უმრავლესობა არის უფუნქციო, მიტოვებული და ხშირად სახვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, არასაკმარისი ფინანსური სახსრები, სახელმწიფოს თუ კერძო მფლობელს არ 
აქვს საშუალება მათ მოუაროს. დროებითი გამოყენებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ საწარმოებს, საზოგადებას და ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ აამაღლონ ცნობიერება და შექმნან სხვა შესაძლებლობები და ფუნქციები გამოუყენებელი ინფრასტრუქტურებისთვის.  

მოხეტიალე წიგნები

ნებისმიერ მსურველს შესალებლობა მიეცა დაეტოვებინა და სანაცვლოდ აიღო მისთვის საინტერესო წიგნი სკვერის ბიბლიოთეკიდან.

 
ფილმის ჩვენება - "თბილისი გათენებიდან დაღამებამდე"
40 წთ, პოლონეთი/საქართველო, 2013
 
ფილმი გადაღებულია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტების მიერ პაველ ლოჟინსკის, რაფალ ლისტოპადისა და ვოიცეხ სტარონის სამხატვრო ხელმძღვანელობით.
ეს ფილმი ნაწილია ცნობილი პოლონელი კინოდკუმენტალისტების, ლოძის კინო სკოლის პროფესორების მიროსლავ დემბინსკისა და მაჩეი დრიგასის საავტორო დოკუმენტური პროექტისა „მსოფლიო გათენებიდან დაღამებამდე“.

ფილმს წარადგინა, პროექტის ერთ-ერთი მონაწილემ, სტუდენტმა ვახო ჯაჯანიძემ.

პროექტში მონაწილე ხელოვანები:

ნინი ხუროშვილი და ანი გზირიშვილი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, დადა მაღრაძე, Tam Oonz, გურამ წიბახაშვილი, ვახტანგ ურუშაძე, ალექსანდრე სოსელია

 
“ვაკანტური თბილისი” განხორციელდა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით და ასევე STEP Beyond-ის სამოგზაურო გრანტით (ECF Lab).
ღონისძიება ორგანიზებული იყო გეოეარის და 4AM (CZ)-ის, KEK (HU) მიერ, CCA-T -სთან თანამშრომლობით, 
ArtArea TV 2.0-ს  და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელშეწრყობით.