Wednesday, October 14, 2009
ვაჟიკო - ავარჯიშე შენი სენტიმენტები #1 (ბაზრის ბალღები)
პროექტის პრეზენტაცია, გალერეა „შარდენ 19", თბილისი
 
ვაჟიკო ჩაჩხიანი დაიბადა 1985 წელს თბილისში, ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში, გერმანია. 2003-2007 წლებში ვაჟიკო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მულტიმედიის ფაკულტეტზე. იგი და მისი თანაჯგუფელები (გიორგი გაგოშიძე, გიორგი მარი, ელენე ნავერიანი, მელანო სოხაძე და მარი წიკლაური) იყვნენ ჯგუფის LOTT წევრები. იყვნენ რა ახალგაზრდები, პროვოკატიულები, აკრიტიკებდნენ სამხატვრო აკადემიის კონსერვატიულ საგანმანათლებლო სისტემას, ჯგუფი არაერთხელ გახდა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი. ამსტერდამის გერიტ რიტფელდის აკადემიაში რამოდენიმე კურსის დასწრების შემდეგ, ვაჟიკო ბერლინში გადავიდა სასწავლებლად. მხატვარი ცდილობს სისტემის და მასში დადგენილი წესრიგის წინააღმდეგ განზრახ გააქტიურებული კონფლიქტის გზით პროვოცირება გაუკეთოს დამთვალიერებელს, შექმნას სივრცე სხვადასხვა გამოხატულებისათვის და გაარღვიოს დადგენილი ხედვები და ცხოვრებისეული ჩვევები.