Sunday, July 8, 2012

ვარდან აზატიანი არის ხელოვნების ისტორიკოსი და მთარგმნელი, რომელიც სპეციალიზირებულია თანამედროვე ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიოგრაფიაზე. ვარდანი ერევნის, სახელოვნებო აკადემიის ასოცირებული პროფესორია. იგი იყო მიწვეული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში და სტუმარ - ლექტორი ჰოლანდიის სახელოვნებო ინსტიტუტში. მის ბოლო ნაშრომებს მიეკუთვნება სტატიები ოქსფორდის სახელოვნებო ჟურნალში, Springerin-ში, The Internarionaler-ში. იგი არის საერთაშორისო ხელოვნების კრიტიკოსების ასოციაციის წევრი და თანარედაქტორი, მალდომ მალსთან ერთად გამოცემისა Cultural Memory (University of Plymouth Press, 2010). მან სომხურად თარგმნა გეორგ ბერკელეი და დავიდ ჰუმი.

გამანადგურებელი პროგრესი: თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკის გაჩენა სომხეთში.
 
ამ ლექციაში სომეხი კურატორი და ხელოვნებათმცოდნე ვარდან აზატიანი განიხილავდა სომხეთში 1970–იან წლებში თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკის გაჩენას და მის დინამიკას. იგი, სომხეთში თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკას განიხილავდა როგორც ბოლო დამანგრეველ ნაპერწკალს ბოლშევიკური კულტურის პოლიტიკისა, რომელიც სომხეთის გასაბჭოებით 1920 წ–ს დაიწყო. აზატიანის აზრით, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ თანამედროვე ხელოვნება ამ ძალების დანგრევის საბოლოო წერტილია, ის სტრუქტურულ ოპოზიციაშია და იდევნება ბოლშევიკური კულტურის პოლიტიკის მიერ.