Sunday, November 6, 2011
ვიზიტი BaseCamp Stockholm Intercult-ში ნინი ფალავანდიშვილის (გეოეარი, თბილისი) და ანა სმოლაკის (კრაკოვი, პოლონეთი) რეზიდენციის პროექტს წარმოადგენდა.
 
სხვადასხვა დისციპლინის ხელოვანები, თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები მოწვეულნი იყვნენ პროექტში თანამშრომლობისათვის. ჩვენ ვეძებდით იმ ოჯახებს, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ შვედეთში, დასახლდნენ სტოქჰოლმში და სურვილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სახელოვნებო პროექტში. პროექტი ეფუძნებოდა სხვადასხვ ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფების კვლევას შერჩეულ ქალაქებში - თბილისი, კრაკოვი, სტოქჰოლმი.
 
პროექტი ,,ვიზიტი” შემუშავებული იქნა ,,ახალი მოქალაქისა” და პირადი სივრცის საკითხების კვლევაზე დაფუძნებით. ჩვენ გვაინტერესებდა იმ მოქალაქეთა პირადი სივრცეები, ვინც შვედეთში მუდმივად თუ დროებით ცხოვრობს და სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული იდენტობისაა, ან არალეგალური მიგრანტია, ან ვინც მასპინძელ ქვეყანაში თაობებია ცხოვრობს, ან ,,თანამედროვე მომთაბარეები,” ვინც  მუდმივად გადადიან ერთი ადგილიდან მეორეში.
 
პროექტი მიზნად ისახავდა გაგვეანალიზებინა ქალაქის თანამედროვე იდენტობა ახლადმოსული მოქალაქეების კუთხით. ასევე, გვინდოდა მოგვეხდინა პირად სივრცესთან და ცხოვრების ინტიმურობასთან დაკავშირებული კონცეფციების ხელახალი ინტერპრეტაცია. რას ნიშნავს ახლადმოსული მოქალაქისთვის პირადი სივრცე, ეს თავისუფლებაა, თუ პირიქით, განცალკევება? რა გავლენას ახდენს სახლზე გარე ფაქტორები? ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ,,საზოგადოებრივსა” და ,,პირადს” შორის ცვლილებასა და პირადი ცხოვრების იზოლაციის პრობლემებზე, რაც სოციალური ურთიერთობების გაქრობას იწვევს. იურიდიულ მხარეზე საუბრით, პროექტი ასევე, ეხებოდა პირად სივრცეს პოლიტიკურ და ლეგალურ კონტექსტში.
 
ასევე, ჩვენ მიზად დავისახეთ გაგვეფართოებინა ჩვენი კვლევა და გამოგვეკვლია ე.წ. ,,თანამედროვე მომთაბარეთა” საკითხიც, მოკლე ხნიანი მიგრაცია, რომელსაც ძირითადად ახორციელებენ ახალგაზრდები და ჩამოდიან სტოქჰოლმში ცოტა ხნით, დარჩენის სურვილის გარეშე. ამ ჯგუფისათვის კულტურული იდენტობების გაცვლას სხვა დინამიკა აქვს და ნაკლებად არსებობს დანაკარგის შეგრძნება.
 
ასევე, ამ პროექტის ფარგლებში მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა კონცეპტები, რაც დაკავშირებულია მასპინძლობისა და სტუმრობის რიტუალებთან, პირად სივრცესთან და ინსტიტუტებს გარეთ არსებულ ხელოვნებასთან.
ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნებას აქვს ძალა დაინახოს ინტიმური გამოცდილება და ის უნივერსალურ ღირებულებად გადათარგმნოს. პირადი სივრცე ინდივიდუალური რიტუალით განისაზღვრება. სტუმრის (ხელოვანის) გამოჩენაც ამ რიტუალს ექვემდებარება. ხელოვანთა მიგრანტთა სახლში წარგენით, გვსურდა გვენახა როგორ ემთხვევა და იცვლება მასპინძლობისა და სტუმრობის როლები.
---

პროექტის მხარდამჭერები: