Sunday, November 2, 2014

პროექტ „ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“-ს ფარგლებში ვითანამშრომლეთ სოციალური ფოტოგრაფიის ფონდ კავკასიასთან და თბილისის #43-ე სკოლასთან - ისტორიის პედაგოგ ნინო აბულაძესთან და 6 მოსწავლესთან სხვადასხვა კლასებიდან. მოსწავლეები მონაწილეობდნენ ვორქშოპში, სადაც შეისწავლეს ეთნოგრაფიული საველე სამუშაოს ძირითადი პრინციპები და ვიზუალური დოკუმენტალური მასალის შექმნის ხერხები, რათა ფოტოგრაფიისა და გამოსახულების ხელოვნებით შეძლებოდათ ისტორიის გადმოცემა. ვიზუალური ამბების თხრობაში ვგულისხმობთ იმ გამოსახულებათა შექმნას, რომელიც აღწერს ადამიანთა ყოველდღიურობას, რაც ხშირ შემთხვევაში სიტყვებით ვერ გადმოიცემა ან შეიძლება, რომ უბრალოდ შეუმჩნეველი დარჩეს. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს ვიზუალურ ისტორიები თბილისში მცხოვრები მიგრანტების შესახებ. ეს ისტორიები პირველად ნაჩვენები იქნა ოქტომბრის თვეში ,საჯარო კულინარიული ღონისძიების პარალელურად.

პროექტზე დამატებითი ინფორმაციისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ,  ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.
 

ეს პროექტი განხორციელდა „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ ფარგლებში, რომელიც ეხებოდა მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ, თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს.

პროექტი “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” განხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი „ვიზუალური ამბების თხრობა: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“ განხორციელდა "Borderland Foundation"-თან თანამშრომლობით, "Borderland" სკოლის პროგრამის ფარგლებში.