Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
Wednesday, September 14, 2016

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით თბილისის კონტექსტში ადგილის სპეციფიკური პროექტების განხორციელებაზე. ამ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „თბილისის ალტერნატიული გზამკვლევის პლატფორმაზე“ დავიწყოთ მუშაობა. ამ შემთხვევაში ქალაქის შესახებ გაკეთებული კვლევები და ანალიზი ქალაქის გზამკვლევის სახეს მიიღებს. ეს იქნება ტექსტის და აუდიო თუ ვიზუალური მასალის კოლექცია, რომელიც შეგროვდება როგორც აქამდე განხორციელებული, ასევე, სპეციალურად შექმნილი ახალი პროექტებიდან. ამ ეტაპზე ვიყენებთ ტერმინს „პლატფორმა“, რამდენადაც მისი ფორმა განისაზღვრება სამუშაო პროცესის დროს და მასალა შეიძლება გადაიქცეს ნაბეჭდ პუბლიკაციად, ვებგვერდად, მობილურ აპლიკაციად, ან რომელიმე სხვა ტექნოლოგიურ პროდუქტად, რომელსაც გაწვდება ჩვენი შესაძლებლობები.

გზამკვლევი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ისინი გახდნენ გამოცდილების ნაწილი და ქალაქის გარკვეული ასპექტები ამ კუთხით შეისწავლონ. პროექტი მიზნად ისახავს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზოს ქალაქის ალტერნატიულ ხედვა და ამავდროულად, სამუშაო პროცესითა და შედეგებით,საქართველოს კონტექსტში ხელი შეუწყოს კვლევაზე დაფუძნებულ და სოციალურად აქტიურ სახელოვნებო პრაქტიკას.