Thursday, July 21, 2011
თხევადი ზედაპირი. სიმპოზიუმი შავი ზღვის სატვირთო გემზე, რომელიც ორგანიზებული იყო ფლოვდივის Art Today Association-ისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (ბრანდენბურგი) მიერ.
21-23 ივლისი, 2011
 
21 ივლისს, 16 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ხელოვანები, კურატორები, თეორეტიკოსები და აქტივისტები 8 ქვეყნიდან მოგზაურობდნენ გემით, რომელიც აკავშირებს ვარნას (ბულგარეთი) და ბათუმს (საქართველო). პროგრამა მოიცავდა ლექციებს, პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, ინტერვენციებსა და დოკუმენტაციას.
 
FLUID GROUND ქსელ ATLANTIS-ის ნაწილი იყო. ეს ინიციატივა ხელს უწყობდა  ხელოვანთა გაცვლას თანამშრომლობითი გამოფენების, რეზიდენციების, დისკუსიების, ვორქშოპებისა და კონფერენციების მეშვეობით. შავ ზღვაზე სიმპოზიუმის მოწყობა ეფუძნებოდა ინტერდისციპლინარული კოლაბორაციის იდეას, სახელოვნებო პრაქტიკების დაკავშირებას, ცოდნის შექმნას, კვლევასა და ანალიზს ამ შორეულ და მოძრავ ადგილზე. სატვირთო გემი დროებით სადისკუსიო სივრცედ გარდაიქმნა, რითიც ერთმანეთს დაუპირისპირდა კულტურული, სახელოვნებო, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დისკურსები და პრაქტიკები და ისინი ერთმანეთში აირია. შესაბამისად, შავ ზღვაზე მოგზაურობამ შექმნა ადეკვატური პლატფორმა იმისათვის, რომ მომხდარიყო ევროპის იდენტობისა და მთლიანობის საკითხების განხილვა.
 
მონაწილეები: ინკა ტუნეკე / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დირექტორი (ბერლინი), კაროლინ ვებერი / მედიის ფილოსოფოსი (შტუტგარტი) ულრიკე გრელკი / ხელოვნებათმცოდნე (ბერლინი), ლივია პანჩუ / კურატორი, ასოციაცია ვექტორი (იაში), სიმონეტა ფერფოლია, ჰაინრიხ პიხლერი / სახელოვნებო კოლექტივი "gangart" (ვენა), ნადია აბტი / ხელოვანი (ბერლინი), სებასტიან ბოდირსკი / რეჟისორი (ბერლინი), ანა სუჩეკი / კურატორი (ვენა), სუსანა გიულამირიანი / Arts and Cultural Studies Laboratory დირექტორი (ერევანი), ნინი ფალავანდიშვილი / გეოეარის კურატორი (თბილისი), ანასტასია ჟივკოვა / კურატორი (კიევი), იაკობ რაჩეკი / კურატორი (ფლოვდივი)
 
პროექტი გახორციელდა ბულგარეთის გოეთეს ინსტიტუტის და ავსტრიის საელჩოს სოფიაში მხარდაჭერით.
პროექტი დაფინანსებული იყო ევროპის კომისიის მიერ.