Thursday, October 6, 2011
ისევ მოგზაურები ვართ, თუ ჯერ კიდევ ტურისტები? შეხვედრა სხვასთან ან სხვისი თვალით დანახვა
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
ქალაქის სახელოვნებო ტურები განხორციელდა Krakow International Festival of Theatrical Reminiscences-ის ფარგლებში
6-9 ოქტომბერი, 2011, კრაკოვი, პოლონეთი
 
ბევრი ხელოვანისთვის, თუ კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, გლობალური მოძრაობა ცხოვრებისა და სამუშაოს ნაწილია. ის ქსელი, რომელშიც ხელოვანები მოღვაწეობენ, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს თანამედროვე საზოგადოების ორგანიზებას, ასევე, გლობალურობის სურათსაც წარმოგვიჩენს - სამყარო, სადაც ხალხი სულ მოძრაობს. სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა ის სახელოვნებო ტურები, რომელიც კრაკოვში ჩაატარეს ხელოვანებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ისინი ამ ქალაქში მანამდე ნამყოფები არ იყვნენ. ეს არის ორი უცნობის შეხვედრა, როდესაც სტუმარი გიდობას იჩემებს. მონაწილეებმა ტურები პირად ინტერესებსა და კვლევაზე დაფუძნებით შექმნეს, თან საკუთარი წარმოშობის ადგილსაც უკავშირდებოდნენ. უკეთ გაგების სურვილმა მრავალფეროვანი შედეგები მოგვცა. ზოგადად, ტური გულისხმობს ერთი ადგილიდან წასვლას და შემდეგ, საწყის ადგილზე დაბრუნებას, იმას, ვინც ამ გზას გადის, შეგვიძლია ტურისტი დავუძახოთ. დაბრუნებისას რამდენად ტურისტად ვიქცევით, ან რამდენად შორს წავალთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ადამიანი ყოველთვის მოძრაობს.
 
კრაკოვის შვიდი ამბავი (ნაცნობი ქალაქის უცნობი ისტორია) AJZ სივრცე (ჰარუტუნ ალპეტიანი და ნვარდ იერკანიანი, სომხეთი)
ოდესმე თუ გიფიქრია, რომ იყო შენი ქალაქის ისტორიის ნაწილი? თავს მსოფლიოს ისტორიაში უძრავ ელემენტად აღიქვამ, თუ გგონია, რომ მეტ-ნაკლებად მასზე ზეგავლენას ახდენ? გჯერა, რომ რომელიმე ადგილის ისტორია შეიძლება დაიწეროს ან მოყოლილი იქნას? აღმოაჩინე ქალაქის ისტორიის ნაწილი მისი მაცხოვრებლების პირადი ისტორიების მეშვეობით: შვიდი ამბავი წარმოაჩენს იმ განუსაზღვრელი რაოდენობის ისტორიებს, რომლის ჩვენებაც ქალაქს შეუძლია.
 
Krakow Veni Vidi Vici,  ტორო მანაფოვი (აზერბაიჯანი)
ყოველთვის იცოდი, რომ შენ რაღაც სამეფო გაქვს? საყიდლებზე წასვლა თუ შეგიძლია, რამე შეგაჩერებს? ჩინგიზ-ყაენის რამე თვისება ხომ არ გაქვს (ამბობენ, ყოველი 100 ევროპელიდან 1 მისი შთამომავალია)? შუა საუკუნეების ქალაქის გალავნის ნახვა თუ აღგაფრთოვანებს? ყველას აქვს შესაძლებლობა იყოს მეფე 2 წუთის განმავლობაში, მომხიბვლელად წადით საყიდლებზე და შეეცადეთ დაიპყროთ (ოღონდ, არ გამოგივიდეთ) კრაკოვი აზერბაიჯანელ ტოროსა და მის შემოქმედებით ისტორიულ პროექტთან ერთად. ხელახლა შექმენით ისტორია ტოროსთან ერთად!
 
 
კრაკოვი გვაყალიბებს და ჩვენ ვაყალიბებთ კრაკოვს, ვლადიმირ უს (მოლდოვა)
ტური შეეხება იდეოლოგიასა და მის მიერ საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბებას, საჯარო პირების როლს ამ პროცესში და მოქალაქეთა პასუხს კონკრეტულ ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტებში. კრაკოვის გარემოს მაგალითზე განვიხილავთ იმ ქალაქების სიტუაციას, რომლიდანაც ჩვენ ვართ.
ტური იწყება ძველ ქალაქში და სრულედება ნოვა ჰუტაში, უხილავი საზღვრების გავლით, რომლებიც ყოფდა საზოგადოებებსა და სამყაროებს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იყოთ მკითხველი საზოგადოებრივ ტრანსპორტში (არ დაგავიწყდეთ თან წამოიღოთ გაზეთი, ჟურნალი ან წიგნი) და წარმოთქვათ პრლეტარიატის ან რაიმე სხვა სლოგანი ყოფილი ძეგლების ადგილას (აირჩიეთ სლოგანი ან მესიჯი). ტურის დროს, სასურველია, დაიხუროთ ქუდი.
 
 
ეს (ის) ადგილი, ანა ზვიაგინცევა (უკრაინა)
ანა ზვიაგინცევას ტური ეძღვნება იმ ხალხს, ამბებს, პროცესებს, გამოცდილებებსა და ადამიანებს,  რომლებსაც ისტორიაში მოხვედრის შანსი არ აქვთ. ხელოვან-დამკვირვებლის ტური ერთ ადგილს მეორეგან აღნიშნავს, მსგავსი სიტუაციები, ქმედებები დამოუკიდებლად მეორდება სხვადასხვაგან. ხელოვანი მოგზაურობს დროსა და ადგილებში, პოეტურ დაკვირვებასა და პოლიტიკურ სიტუაციებში. ხელოვანი იყენებს ,,ამ” კონკრეტული ადგილის ამბავს, რათა მოყვეს ,,იმ” ამბის შესახებ და თავისებურებათა რითმით წარმოადგენს სოციალური მდგომარეობის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
 
 
ცხოვრება ძალიან მარტივია. გამრავლების გზა, ალექსეი ლუნიოვი (ბელარუსი)
ცაზე თავმდაბლურად მოკაშკაშე, სერგეი შაბოჰინი, ბელარუსის ხელოვნების ახალგაზრდა, პროგრესული ვარსკვლავი კრაკოვში ბრუნდება! მხატვარი, კურატორი, კრიტიკოსი, აქტივისტი, მამამისის შვილი - წადი, აღმოაჩინე მისი მანდორლა! დაელაპარაკე მას! იყავი ის!
ალექსეი ლუნიოვის ტური ეძღვნება ბელარუსი მხატვრის, სერგეი შაბოჰინის პროექტს, რომელიც კრაკოვის ქუჩებში რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ვიზიტორები შეძლებენ პროექტის ისტორიის გახსენებას და შეიტყობენ მის შესახებ ახალი ინტერპრეტაციის საშუალებით.
 
 
Rendez-vous, ჯგუფი ბულიონი (საქართველო)
ამ სახელოვნებო ტურის ფარგლებში, თქვენ შეძლებთ ესტუმროთ რამდენიმე პოლონურ ოჯახს და მცირე დროის მანძილზე ნახოთ და მოისმინოთ როგორც მათი ოჯახის ამბები, ასევე, ქალაქის და ქვეყნის ისტორიები, ნახოთ ძველი საოჯახო ალბომები, მოუსმინოთ მათ სასიყვარულო თავგადასავლებს, მხიარულ თუ სევდიან მომენტებს, გადაიღოთ მათთან ერთად სურათები და დალიოთ ჩაი. გპირდებით, კარგ დროს გაატარებთ.