Wednesday, December 19, 2012
კლიფ მედორი არის ხელოვანი, რომლის ნამუშევრებშიც კომბინირებულია მისი მწერლობა, ფოტოგრაფია და დიზაინი. იგი იყენებს ამ დისციპლინებს იმ სახელოვნებო წიგნების შესაქმნელად, რომლებიც ხსნიან თუ როგორ ეფუძნება იდენტობა კულტურის, ისტორიისა და ადგილის ნარატივებს. მას მიღებული აქვს მრავალი სტიპენდია, რომელთაგან გამოირჩევა NYFA-ს ორი სტიპენდია. ასევე, იგი იყო Fullbright-ის სტიპენდიანტი საქართველოში. მისი ნამუშევრები მრავალ მნიშვნელოვან სახელოვნებო წიგნების კოლექციებშია, როგორებიცაა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონში და იელის სახელოვნებო წიგნების კოლექცია. სანამ მედორი პროფესორი გახდებოდა, ის იყო „ნექსუს პრესის“ დირექტორი და მონაწილეობდა მრავალი სახელოვნებო წიგნის შექმნაში. 11 წლის მანძილზე ის ასწავლიდა გრაფიკულ დიზაინს ნიუ-იორკის ნიუ პალცის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, იგი არის ვიზუალური კვლევის ლაბორატორიაში ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის თანადამაარსებელი. 2005 წელს კლიფ მედორი გახდა ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის „წიგნისა და ქაღალდის“  დირექტორი ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯში. ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს იფიქრონ წიგნის ხელოვნებაზე, როგორც იმ სივრცეზე სადაც შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების შექმნა.
 
მელისა პოტერი არის მულტიმედია ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ეხება ქალთა გარდაქმნას და მათი ქორწინებიდან დედობამდე გარდაქმნის წეს-ჩვეულებებს. მისი ნამუშევრები გამოიხატება ქაღალდის, გრაფიკულ, ბეჭდურ, სკულპტურულ და ვიდეო-ანიმაციურ ფორმებში. იგი იფინებოდა  ნიუ-იორკის „უაით ქოლუმნსში“, ბრონქსის ხელოვნების მუზეუმში, პროგრამაში ნიუ იორკი საბაზრო ხელოვანის თვალით, ფესტივალზე VideoDumbo, სერბეთში ბელგრადის ზვონო გალერეაში და სხვადასხვა გამოფენებზე, უნივერსიტეტებსა და გალერეებში საერთაშორისო მასშტაბით. მისი განათლება მოიცავს  სამაგისტრო ხარისხს რათგერსის უნივერსიტეტის მეისონ გროსის სახელოვნებო სკოლიდან და ხელოვნების საბაკალავრო ხარისხს ვირჯინიის ქომონველსის უნივერსიტეტიდან. ის არის ფემინისტური კრიტიკული ჯგუფის, Art364B დამაარსებელი და იფინება მათთან ერთადაც. მელისა პოტერს ორჯერ აქვს მიღებული Fullbright-ის სტიპენდია და 2009 წლის იანვარში მიღებული აქვს უფროსი სპეციალისტის ჯილდო ბელგრადში. 2006 წელს ის იყო Fullbright-ის „ტრადიციული მეცნიერი“, რის ფარგლებშიც ის ახორციელებდა ხელით ქაღალდზე მუშაობის პროგრამას სერბეთის ბელგრადის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. ასევე, მან მიიღო მრავალი სხვა სტიპენდია და მონაწილეობდა რეზიდენციების პროგრამაში სერბეთსა და ბოსნიაში, რომელთა რიცხვშიც შედის ArtsLink და the Trust for Mutual Understanding. ამ პროგრამების საშუალებით, იგი თანამშრომლობდა ხელოვანებთან ყოფილი იუგოსლავიიდან. ასევე, ის ატარებდა ვორქშოფებს ქაღალდზე მუშაობასთან დაკავშირებით. მის ამჟამინდელ ფილმზე მუშაობას ხელს უწყობს სერბეთის კულტურის სამინისტრო და ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯი. ასევე, იგი არის ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის ინტერდისციპლინარული ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.  მისი კრიტიკული ესეები ხელოვნებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ბალკანურ ხელოვნებაზე, გამოქვეყნებულია ისეთ პუბლიკაციებში, როგორებიცაა BOMB, Art Papers, Chicago Art Magazine, Flash Art, Metropolis M, Proximity Magazine, Hand Papermaking, and AfterImage.
 
მირიამ შაერი არის ბრუკლინში მოღვაწე მულტიმედია წიგნის ხელოვანი და ლექტორი ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის „წიგნისა და ქაღალდის“ ინტერდისციპლინარულ პროგრამაში. ის ხშირად იყენებს ტანსაცმლის დეტალებს, როგორებიცაა ქამრები, ბიუსჰალტერები და წინსაფრები. ასევე, ის იყენებს საბავშვო ტანსაცმლის მასალას უნიკალური და მცირედი გამოცემებისთვის. ქსოვილები გამოყენებულია მოსართავად, რათა წარმოაჩინოს ხელნაკეთ წიგნებში ჩადებული იდეები, რომლებიც განიხილავს ქალურ, სოციალურ და სულიერ საკითხებს. მისი ნამუშევრები იფინება მრავალ მუზეუმში, როგორებიცაა მანჰეტენის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი და ბიბლიის მუზეუმი ხელოვნებაში, ასევე, ევერსონის მუზეუმი სირაკუზში, ნიუ-იორკი. მისი ნაშრომები წარმოდგენილია მრავალ კოლექციაში, როგორებიცაა იელის უნივერსიტეტის ხელოვნების წიგნების კოლექცია, მატა და არტურ ჯაფას კოლექცია: წიგნი როგორც ესთეტური ობიექტი ფლორიდის ატლანტიკის უნივერსიტეტში, ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში და ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის უნივერსიტეტის სალი ბინგამის ქალთა ისტორიისა და კულტურის ცენტრში. მისმა ნამუშევრებმა მოიპოვა NYFA-ს ხელოვანთა სტიპენდია, ბრუკლინის მუზეუმის ელიზაბეთ ა. სექლერის ფემინისტური ხელოვნების წევრობა და წარდგენა სამხრეთ კორეის ჩეონგუს საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე. ეგვიპტეში, ალექსანდრიაში ის იყო ხელოვანი რეზიდენციაში 2007 წლის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის „წიგნის წარმოსახვის ბიენალეს“ ფარგლებში.   
 
კლიფტონ მედორმა, მელისა პოტერმა და მირიამ შაერმა ჩაატარეს ვორქშოფი წიგნების შექმნით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. დასაწყისში მათ წარადგინეს და განიხილეს თავიანთი ნამუშევრები. ამის შემდეგ, მათ მონაწილეებს  გააცნეს სხვადასხვა, ალტერნატიული წიგნის სტუქტურა და განიხილეს თუ რა გამომსახველობით პოტენციალს, თხრობითობასა და სახელოვნებო კვლევის საფუძველს გვთავაზობს წიგნების სხვადასხვა სტრუქტურები. ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებმა ისწავლეს და გააკეთეს სხვადასხვა სტრუქტურის წიგნების ნიმუშები და საბოლოოდ მიიღეს წიგნთა სხვადასხა ფორმატების ნაკრები.