Monday, January 19, 2015
 
პროექტის “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში, გეოეარისა და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია მიეძღვნა გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების კრეატიულ და ალტერნატიულ მიდგომებს, ნარჩენებისა და გამოყენებადი ენერგიების სწორ მენეჯმენტს, ენერგოეფექტურობას. შეხვედრაზე განხილული იქნა სახელოვნებო რეზიდენციების, ნარჩენებისგან მეორადი ხელოვნების ნიმუშების შექმნის, კულტურის ინსტიტუციებში ენერგოდანაკარგების შემცირების, “მწვანე არქიტექტურის” თანამედროვე ტენდენციების საკითხები.
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაციები მოამზადეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა: ხელოვანებმა, არქიტექტორებმა, ბიზნესმენებმა და სხვ. მათ შორის ბრიტანული ორგანიზაციის Julie’s Bicycle წარმომადგენელი ლიუკ რამსი (www.juliesbicycle.com), რომელიც უკვე მრავალი წელია მუშაობს კულტურის ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების საკითხებზე. ორგანიზაციას  აქვს ექსპერტული ცოდნა როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების, ისე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და ცალკეული ორგანიზაციების მიერ გარემოზე ზეგავლენის კალკულაციის სფეროში. ასევე, კონფერენციაზე თავის პროექტები წარადგინა იტალიური სახელოვნებო რეზიდენციის Pollinaria-ს წარმომადგენელმა, დანიელა დ’არიელიმ (www.pollinaria.org/en/Arte/fritz-haeg.aspx, ინიციატივა Tree House).
 
კონფერენციის პროგრამა:
დასაწყისი: 10:00
მისალმება (10.00 – 10.30)
- სოფიო ლაპიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, GeoAIR (საქართველო)
- მიხეილ წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე
- ლიუკ რამსი, ეკოლოგიური მდგრადობის მენეჯერი, Julie’s Bicycle (დიდი ბრიტანეთი)
 
სესია #1 (10.30 - 12.00)
- მამუკა ჯაფარიძე, დამფუძნებელი, cloud library (საქართველო)
- ყარამან ქუთათელაძე, რეზიდენციის ხელმძღვანელი, გარიყულას არტ რეზიდენცია (საქართველო)
- დანიელა დ’არიელი, წარმოების ასისტენტი, სახელოვნებო რეზიდენცია და ფერმა Pollinaria (იტალია)
 
 12.00 – 12.15 შესვენება
 
 სესია #2 (12.15 – 13.45)
- ლიუკ რამსი, ეკოლოგიური მდგრადობის მენეჯერი, Julie’s Bicycle (დიდი ბრიტანეთი)
- ია კუპატაძე, არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- გიორგი ზურაშვილი, ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი, ენერგოკრედიტი, (საქართველო)
 
13.45 – 14.30 სადილი
 
 სესია #3 (14.30 – 16.00)
- მეთიუ ვრიიმანი, დამფუძნებელი/ხელოვანი, Kultivator (შვედეთი) (online პრეზენტაცია)
- ნინო სულხანიშვილი, დირექტორი, Ecovision (საქართველო)
- კახა ქარჩხაძე, განახლებადი ენერგიების წამყვანი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
 
 16.00 – 16.30 შეჯამება
 
კონფერენცია “მწვანე ლაბორატორია: კულტურა და გარემო” წარმოადგენს ევროკომისიის კულტურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივის Green Art Lab Alliance (GALA) ნაწილს, რომლის კოორდინატორია ჰოლანდიური ორგანიზაცია Trans Artists.