Friday, January 16, 2009
ნამუშევრების პრეზენტაცია არსის საგამოფენო დარბაზში
 
კოტე ჯინჭარაძე დაიბადა 1962 წელს, ცხოვრობს და მოღვაწერობს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2001 წლიდან არის ამავე აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი. კოტე ჯინჭარაძე არის კონცეპტუალური ხელოვანი, რომელიც ძირითადად მუშაობს ინსტალაციის, ფოტოგრაფიის და პერფორმანსის მედიის გამოყენებით. მისი ნამუშევრების ძირითადი თემაა ფასეულობათა სისტემა, აინტერესებს სხვადასხვა თემები, როგორებიცაა იერარქია და პოზიციები/დამოკიებულებები, ფიზიკური და სულიერი პარამეტრები.
 
კოტე ჯინჭარაძე ასევე არის ფონდის "არტელი რაჭა" დამაარსებელი, რომელიც ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს ვორკშოფებს თანამედროვე ხელოვნების სფეროში რაჭის რეგიონში სოფელ ჭყვიში. კოტე ჯინჭარაძეს მონაწილეობა მოღებული აქვს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, 2005 წელს იყო თბილისში საერთაშორისო გამოფენის "არტ-კაუკაზუსი" კურატორი.