Thursday, March 8, 2012
ლიდია მეთიუსი არის ბრუკლინში მოღვაწე კრიტიკოსი, თანამედროვე ხელოვნების კურატორი და კულტურის სფეროს აქტივისტი, რომელიც ამჟამად „კურატორული დიზაინის კვლევის ლაბორატორიის” დირექტორია და ასევე, არის ვიზუალური კულტურის პროფესორი პარსონსში - დიზაინის ახალ სკოლაში. სწავლობდა ხელოვნების ისტორიას კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში და ლონდონის კორტოს ინსტიტუტში (University of London's Courtauld Institute), მისი ინტერესის სფეროა თანამედროვე ხლოვნების, ხელობის და დიზაინის პრაქტიკის გადაკვეთა, ადგილობრივი კულტურის განსხვავებები და გლობალური ეკონომიკა. ნიუ-იორკში გადასვლამდე, სადაც  ლიდია 5 წელი პარსონსის აკადემიური პროგრამის დეკანი იყო, იგი 17 წელი ასწავლიდა კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯში, სან ფრანცისკოში, სადაც  იგი იყო თანადამაარსებელი და თავმჯდომარე სპეციალიზაციის პროგრამისა ვიზუალურ კრიტიკაში და ასევე, ხელმძღვანელობდა სახვითი ხელოვნების MFA (მაგისტრატურის) პროგრამას. მის შრომებში ხელოვნებაზე საჯარო სივრცეში, როგორებიცაა: Against All Odds: Ethics/Aesthetics (ათენი: პაპასოტირიუს გამომცემლობა, 2011 Critical Perspectives: Writings on Art and Civic Dialogue (ვაშინგტონი: ამერიკელები ხელოვნებისათვის, 2005) და The Drama Review (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, 1998), ის განიხილავს თუ როგორ უბიძგეს ხელოვანებმა, დიზაინერებმა და კურატორებმა ცოცხალი დემოკრატიული დებატების წამოწყებას და როგორ მოახდინეს საზოგადოებას შორის ვიწრო ინტიმური ინტერაქციის ჩამოყალიბება თავიანთი პრაქტიკული სოციალური პროექტების მეშვეობით.