Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
Saturday, November 1, 2014

მარიკე სპლინტი არის ამსტერდამში მოღვაწე თეატრის რეჟისორი და მასწავლებელი, რომლის საქმიანობაც ხორციელდება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ის მუშაობს როგორც კლასიკური სპექტაკლების გადააზრებაზე, ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე ახალი სცენარებისა და პერფორმანსების შექმნაზე. მარიკეს ყველაზე მეტად აინტერესებს ადგილსპეციფიური თეატრის თემა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 2011 წლიდან მოყოლებული, ის არის ევროპის წამყვანი ადგილსპეციფიური თეატრის ფესტივალის, Oerol-ის ერთ-ერთი რეზიდენტ-რეჟისორი. ასევე, ის არის Roma B.-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და ადგილობრივ თემთან ერთად მომუშავე თეატრალური სივრცის, Theaterstraat-ის დამფუძნებელი და წევრი. 2011-წლიდან, მარიკე წარმოადგენს ასოცირებულ ხელმძღვანელს TG Space-ში, სადაც პოსტ-ინდუსტრიულ სივრცეებთან დაკავშირებული კოლექტიური მეხსიერების შთაგონებით იქმნება ინტერაქტიული აპლიკაციები.

გეოეარის რეზიდენციაში მისი ყოფნის დროს, მარიკემ იმუშავა პროექტ „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ ფარგლებში და თბილისის ერთ-ერთ ბაზარში შექმნა ინტერაქტიული აუდიო ტური. 

აღმოაჩინე თბილისის ცნობილი ბაზარი საქართველოში პირველი აუდიო ტურის თანხლებით.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური თბილისის ცენტრალურ ბაზარში არსებული ხმოვანი გამოცდილებაა. ის ეფუძნება იმ მიგრანტთა ისტორიებს, ვინც აქ პროდუქტების საყიდლად მოდიან. ბაზარი საჯარო სივრცეა, სადაც მთელი ქალაქი ყოველდღიურად იკრიბება იმისათვის, რომ მათი კულტურისათვის დამახასიათებელი კერძების ინგრედიენტები შეიძინონ. ბაზრის ყოველდღიური აურზაურისა და საქმის კეთების პარალელურად, ეს აუდიო ტური მსმენელს ამოგზაურებს იმ პირად მოგონებებში, რაც აქ ადამიანების მიერ კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტების ყიდვას უკავშირდება.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური მისი ყოველდღიური ქმედებების, შენობებისა და სახეების უკან არსებულ ისტორიებს გაამხელს.

გეოეარის მიერ შექმნილი დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის ქართული და ინგლისური ვერსიების ჩამოსატვირთად მიჰყევით ინსტრუქციას:

1. თავდაპირველად MP3 ფაილი (ინგლისური ან ქართული ვერსია) გადმოწერეთ კომპიუტერში და შემდეგ, გადაიტანეთ ტელეფონში, MP3 ფლეიერში ან ტაბლეტში
2. გადმოწერეთ და/ან ამობეჭდეთ დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის რუკა
3. ტელეფონით, MP3 ფლეიერით ან ტაბლეტით და ყურსასმენებით
 წადით კაფე კაფკასთან დეზერტირების ბაზრის მახლობლად.

დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური შექმნილია მარიკე სპლინტის მიერ გეოეართან თანამშრომლობით პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ფარგლებში, ლექსო ჯანიაშვილის და CES განსაკუთრებული მხარდაჭერით.

ინტერვიუ მარიკე სპლინტთან ჟურნალ კოპირაიტის მე-11 ნომერში

პროექტი განხორციელდა პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.