Tuesday, May 19, 2015
 
19 -31 მაისი, 2015 / გალერეა ნექტარი 
„მაღაროელი ქალები“ განიხილავს და გადმოსცემს ჭიათურის მაღაროებში მომუშავე ქალთა ისტორიებს. ლალი გაფრინდაშვილი და მარინა კობახიძე წლებია რაც იქ მუშაობენ და გვიყვებიან მაღაროებში მათი მუშაობის გამოცდილებისა და ყოველდღიურობის შესახებ.
ფოტოისტორიები შექმნილია  ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების, მარიამ მუმლაძისა და მარიამ ციცვიძის მიერ.
პროექტი განხორციელდა მარიამ კაპანაძისა და გეოეარის თანამშრომლობით. 
 
პროექტი დაფინანსებული იქნა „კავკასიური სახლისა“ და ევროპული ფონდი „ჰორიზონტის“ მიერ.
ასევე, გამოფენის მხარდამჭერი იყო ,,კაპაროლ ჯორჯია.”