Thursday, May 16, 2013
ოლივერ რესლერი დაიბადა 1970 წელს, ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, როგორც ხელოვანი და კინორეჟისორი. ის ქმნის გამოფენებს, პროექტებს საჯარო სივრცეში და ფილმებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, დემოკრატია, გლობალური დათბობა, წინააღმდეგობის ფორმები და სოციალური ალტერნატივები. 
 
მისი პროექტები, გამოფენების სახით წარმოდგენილი იყო აშშ-ს ბერკლის ხელოვნების მუზეუმში, სტამბოლის Platform Garanti თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ბელგრადის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ლუნებურგის უნივერსიტეტის სახელოვნებო სივრცეში, მადრიდის Centro Cultural Conde Duque-ში, ეგვიპტეში ალექსანდრიის თანამედრვე ხელოვნების ფორუმზე, კრაკოვის  BunkierSztuki თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და ტაიპეის The Cube Project Space-ზე. რესლერს მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენაში, რომელთა შორისაცაა MASSMoCA, USA; Itaú Cultural Institute, Sao Paulo; National Museum of Contemporary Art, Athens; Van Abbe Museum, Eindhoven და პრაღის, სევილის, მოსკოვის, ტაიპეის, ლიონისა და გიუმრის ბიენალეები. 2013 წელს, ჟენევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილია მისი 15 ფილმის რეტროსპექტივა. ტაიპეის 2008 წლის ბიენალესთვის ის იყო გლობალიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობის შესახებ გამოფენის -  A World Where Many Worlds Fit (სამყარო, რომელშიც მრავალი სამყარო ეტევა) კურატორი. ამჟამად, ფინეთის Pori-ს ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია მისი და გრეგორი შოლეტის თანა-კურატორული შოუ It’s the Political Economy, Stupid, რომელიც ფინანსურ კრიზისს შეეხება. მათი წიგნი - It’s The Political Economy, Stupid: The Global Financial Crisis in Art and Theory, გამოიცა 2013 წელს Pluto Press-ის მიერ.
 
გეოეარის რეზიდენციაში ფარგლებში მან შექმნა ფილმი The Plundering. ასევე, მან ჩაატარე პრეზენტაცია "ინტერვენციები ქალაქის საჯარო სივრცეებში", რომელიც გაიმართა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.
 
რეზიდენციის ფინანსური მხარდამჭერი: BMUKK – ავსტრიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტრო.