Wednesday, October 31, 2012
პარან პური დაიბადა ირანში (1983 წ.), ცხოვრობს და მუშაობს ვენაში (ავსტრია). დაამთავრა კომუნიკაციის დიზაინის ფაკულტეტი და ამჟამად, ვენის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში სწავლობს ვიდეო ხელოვნებას. თავის ვიდეო ნამუშევრებში და ინსტალაციებში ის არქიტექტურას განიხილავს, როგორც საარსებო გარემოს, რომელიც ავლენს ძალოვან სტრუქტურებს და კულტურის ფორმებს.
 
პარან პურის რეზიდენციაში მონაწილეობა განხორციელდა BLACK SEA CALLING Artist-in-Residence გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია გრაცის თანამედროვე ხელოვნების ასოციაციასა და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტროს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლობით.