Tuesday, January 4, 2011
პელინ ტანი არის სოციოლოგი და ხელოვნებათმცოდნე (დაიბადა 1974 წ-ს). 2001-2010 წლებში იგი იყო მკვლევარი სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციოლოგიური მეცნიერების ინსტიტუტში. 2011 წელს პელინ ტანი მიწვეულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, არქიტექტურის და დაგეგმარების სკოლაში, არქიტექტურის განყოფილების ACT (ხელოვნება, კულტურა და ტექნოლოგიები) პროგრამის მკვლევარ თანამშრომელად. მანამდე იგი იყო ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის და ურბანული კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული პროფესორი (2008); ასევე მოწვეული ლექტორი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე (2006-2007), და ტრიერის უნივერსიტეტში (2004). ტანი ამჟამად მუშაობს პუბლიკაციაზე „უპირობო (უსაზღვრო) მასპინძლობა და არქიტექტურა“ (გამოქვეყნდება) და არის თანარედაქტორი (სეზგინ ბოინიკთან ერთად) პუბლიკაციისა “დისკუსია საზოგადოებრივ სივრცეზე თანამედროვე ხელოვნებაში“ (Güncel Sanatta Kamusal Alan Tartışmaları (2007). იგი ასევე არის თანამედროვე ხელოვნების ჟურნალის Muhtelif-ის რედაქტორი და ავტორი სტატიებისა ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: გახდე სტამბოლი. ენციკლოპედია (Becoming Istanbul, An Encyclopedia (2008); როდესაც ნივთები ჩრდილს არ ტოვებენ (ბერლინის მე-5 ბიენალეს კატალოგი) (When Things Cast No Shadow (2008); გადატვირთული მეგასტრუქტურა (Megastructure Reloaded (2008) და თანამედროვე ხელოვნება თურქეთში: 1986-2006 (Contemporary Art In Turkey: 1986–2006 (2007). პელინ ტანი არის სტამბოლში DEPO-ს კურატორული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იგი იყო კურატორი კვლევებზე დაფუძნებული მრავალი პროექტის და გამოფენის, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავს, როგორებიცაა: ურბანული ადგილმდებარეობა და სოციალური კონფლიქტები; ალტერნატიული საგანმანათებლო ფორმატები; ინსტიტუციონალური კრიტიკა; სოციალური დამატებითი ღირებულება და გავრცელება. პელინ ტანი ცხოვრობს სტამბოლში და მუშაობს ტრანსლოკალურად.
 
ნორმალიზაცია ან.... რაიმე ალტერნატივა? 
22.01.2011 / გიორგი ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი 
 
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, ქალაქი სტამბოლი აწყდება ურბანული სივრცეების გაშმაგებულ ტრასფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, მუნიციპალიტეტის ინიციატივით და გლობალური კერძო ინვესტიციებით. უფრო მეტიც, ყოველწლიურად ფართოვდებიან სახელოვნებო ინსტიტუციები და კერძო მუზეუმები; და დამოუკიდებელი სივრცეები კარგავენ თავიანთ სივრცეებს. და მაინც, ესეთ უზარმაზარ ქალაქში არ არის საკმარისი დამოუკიდებელი სივრცეები, ინსტიტუციები დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის, ჯგუფებისთვის და კურატორებისთვის.
რა გლობალური და ლოკალური ზეგავლენა აქვს სტამბოლის საერთაშორისო ბიენალეს ქალაქში სახელოვნებო სივრცეებზე? ვინ ნახულობს სარგებელს ასეთი ინტენსიური ინტიტუციონალიზმით? რა სისულელე იყო “European Cultural Capital Project of Istanbul” (სტამბოლის ევროპული კულტურული დედაქალაქის პროექტი) 2010 წელს? 
როგორც ორგანო, ძალა, რას გულისხმობს სახელოვნებო ინსტიტუცია/სივრცე ურბანულ სივრცეში? 
პრეზენტაცია შეეხებოდა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სტამბოლის განვითარებას კულტურის სფეროში, ურბანულ ტრანსფორმაციასა და ცვლილებებთან მიმართებაში. პრეზენტაციის დროს წამოჭრილი იყო შეკითხვა ქალაქ თბილისის კონტექსტშიც: სჭირდება თუ არა ქალაქს ბიენალე? როგორი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის კულტურული პოლიტიკა? როგორი უნდა იყოს ხელოვანების მიერ ინიცირებული დამოუკიდებელი სივრცეების მომავალი? 
ავირჩევთ თუ არა ხელოვნების და კულტურის ნორმალიზაციის გზას, რომელსაც ახალი ინსტიტუციები ჩაუდგებიან სათავეში თუ არსებობს რაიმე ალტერნატივა?
 
პელინ ტანის რეზიდენცია გეოეარში მოეწყო ღია საზოგადოება საქართელოს ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის მხარდაჭერით.