Monday, October 1, 2012
პია ლანცინგერი ბერლინში მოღვაწე ხელოვანია. იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში და რეზიდენციებში; ასწავლის აკადემიებსა და უნივერსიტეტებში; არის სახელოვნები ჟიურების წევრი და ეწევა კურატორულ საქმიანობას, როგორც ინსტიტუტებში, ასევე, საჯარო სივრცეში. მისი ნამუშევრები ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ცხოვრების ნაკლებად თვალსაჩინო ასპექტებზე, შემოაქვს არქიტექტურული ელემენტები სოციალური და ისტორიული აღქმის ფარგლებში, რითაც იკვლევს კონფლიქტის სათავეებს, რაც თავის მხრივ წარმოშობს ალტერნატივების შესაძლებლობას. პია ლანცინგერის თემატიკა (პოსტ)მოდერნისტულ ცხოვრებას, მუშაობას და გენდერს ეხება. მისი მზერა მიმართულია ისეთი კონტექსტის პერფორმატიულ და ნარატიულ ასპექტებზე,  რაც ღიად არ ჩანს. მისი ნამუშევრები ხშირად თანამშრომლობითი ხასიათისაა და თანამონაწილე მხატვრებისთვის ერთგვარ მედია ექსპერიმენტად იქცევა. მისი მიზანია, გამოეყოს დომინანტური წესების და დანაყოფების ზონებს და როგორც თანამონაწილე, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურობის თამაშში.
 
მიხაელ ჰაუფენი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. განათლებით სოციოლოგმა და ფერმწერმა, მან თეორიული დისკუსიების და ესთეტიკური პრაქტიკის ინტერაქციის სერია წამოიწყო, რასაც დღესაც აგრძელებს. პროქტისთვის Movement of Slowness (1993), რომლის ფარგლებშიც მან პროვოკატიული შეკითხვების მეშვეობით ადამიანები ხელოვნების სოციალურ ლიმიტს დაუპირისპირა, მიხაელ ჰაუფენმა ქალაქ მიუნჰენის გრანტი მოიპოვა. ნამუშევარში Talk about / as Art მან კომპიუტერის მიერ შექმნილი წინადადებებით, რომლებიც ასახული იყო მონიტორზე, გამოხატა ხელოვნებაზე საუბრის საკუთარი გამოცდილება. 1994 წლიდან მისი კრიტიკული სტატიები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა "Kunstforum International", "springerin"(ვენა) და “Kunstbulletin“ (ციურიხი).
 
სემინარი/ვორქშოფი 
ხელოვნების კრიტიკა, როგორც ხელოვნება / თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
 
განმანათლებლობის შემდეგ ხელოვნებასა და ხელოვნების კრიტიკას დაწყვილებულად ვხვდებით. ხელოვნების კრიტიკა ორივეა - ოპონენტიც და მხადამჭერიც. გამიჯვნის მცდელობები ზეგავლენას ახდენს ხელოვნების ავტონომიაზე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვნად ფუნქციონირებს როგორც თვითკრიტიკა ხელოვნებაში. ავანგარდული ხელოვნების კონცეპტი გემოვნების ჩამოყალიბებული ნორმებისა და შესაბამისი სამომხმარებლო ბურჟუაზიული დამოკიდებულებების დაძლევის ნიშანდობლივ მოთხოვნას განსაზღვრავს. შესაბამისად, ხელოვნების ფორმები, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულია, ცენტრალურ პოზიციებს მოიაზრებენ.
 
ამ პერსპექტივიდან, ცხადია, რომ ხელოვნების კრიტიკა არ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს. ეს არ არის მეცნიერება (მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო წყაროებს ეფუძნება) და ეს არ არის მარტივი თარგმნა, არ არის უბრალო საქმე, რამდენადაც ის იყენებს ესთეტური პროდუქციისა და იდეების საკუთარ ფორმებს. როგორც დიალოგური პარტნიორი და უკუქცევითი დონეების გარანტორი, საკუთარი პოზიციის მიუხედავად,ხელოვნების კრიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელოვნებო სისტემაში.
ამ ურთიერთობების მაგალითები წარმოდგენილი იქნა ხელოვანებისა და ხელოვნების კრიტიკოსების მანიფესტების მაგალითზე. მანიფესტები ხელოვნების კრიტიკის მოკლე ფორმებია: ისინი ზღვარს ავლებენ არსებულ პოზიციებსა და ტენდენციებს შორის და ასევე, ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ პოზიციებზე.

ეს სემინარი იყო იმის მცდელობა, რომ შეიქმნილიყო მსგავსი პროდუქტიული დაძაბულობა მოკლე მანიფესტების ფორმით, რომლებიც უკავშირდებოდა სახელოვნებო სისტემის სხვადასხვა დონეს და მონაწილეთა მდგომარეობას. მანიფესტები განხილული და რედაქტირებული იქნა ვორქშოფზე.

პია ლანცინგერის პრეზენტაცია TBCARTAREA TV 2.0 - ზე