Tuesday, December 13, 2011

პირიმზე, სოფო ტაბატაძის პროექტი

საჯარო პრეზენტაცია გაიმართა ხუთშაბათს, 22 დეკემბერს 18.00 საათზე. მისამართზე: ათონელის 18ა (პირიმზის მიმდებარე ტერიტორია).

22, 23 და 25 დეკემბერს 19 საათიდან მოეწყო დისკუსიები, მოხსენებები და პრეზენტაციები. 

22-25 დეკემბერს გაიმართა მხატვარ სოფო ტაბატაძის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი ეხება 1971 წელს თბილისში აშენებულ და 2007 წლამდე მოქმედ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ “პირიმზეს.” 

კვლევის მანძილზე სოფო ტაბატაძემ შეაგროვა პირიმზესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ეს მასალა მოიცავს ძველი პირიმზის არქიტექტურულ ნახაზებს, ამონარიდებს გაზეთებიდან და ტელერეპორტაჟებს პირიმზის შესახებ, ფოტო მასალას წიგნებიდან, ინტერვიუს ყოფილ თანამშრომელთან, ძველი პირმიზის პრივატიზაციის და დაშლის შედეგად აღმოცენებულ ახალ, პატარ-პატარა “პირიმზეების” ფოტოებს.

გამოფენის მსვლელობის დროს, 23-25 დეკემბერს, 12-დან 18 საათამდე, ათონელის 18ა ნომერში, მსურველებს შეეძლოთ სოფო ტაბატაძესთვის გაუზიარებინათ პირიმზესთან დაკავშირებული თავიანთი მოგონებები და ისტორიები. ასევე, მიეწოდებინათ ფოტო, ვიდეო ან სხვა სახის პირიმზის ამსახველი მასალა. 

--

პროექტი განხორციელდა ევროპის კომიტეტის მხარდაჭერით.