Thursday, March 14, 2013
ინიციატივის შინაარსი
საზოგადოებრივი სივრცე მოქალაქეებისთვის იყო პროექტ სივრცეების (SPACES)  ნაწილი. ინიციატივა მიზნად ისახავდა დამატებითი ღირებულება შეემატებინა პროექტისთვის, რომელიც კულტურის ღონისძიებების მეშვეობით საჯარო სივრცესთან დაკავშირებულ ურბანული დაგეგმარებისა და პოლიტიკის საკითხებს განიხილავდა. კერძოდ, მისი მიზანი იყო წარმოეჩინა ამომწურავი თეორიული გაგება საჯარო სივრცის ტრანსფორმაციასთან მიმართებაში, სხვადასხვა პოსტ-სოციალისტურ დედაქალაქებში - კიშინოვი, ერევანი, თბილისი და კიევი. საჯარო სივრცეები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ქმნიან სოციალიზაციის ადგილებს,  ათავსებენ განსხვავებებს, აჩვენებენ პოლიტიკურ და სოციალურ კონფლიქტებს. საზოგადოებრივი სივრცის მოქალაქეებისთვის პროექტის გახსნა, მათი ჩართულობით, დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენ გეგმებს, რომ შევიმუშავოთ გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები. ეს ადგილობრივ თემებს (მოქალაქეებს, აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს) მისცემს გამოხატვის საშუალებას ურბანული დაგეგმარების პროცესებში, რომელიც ადამიანთა ინტერესებისა და მოთხოვნების მიხედვით გახსნილი საჯარო სივრცის საკითხს ეხება.
 
ინიციატივის მოსალოდნელი შედეგები
პროფესიონალური კავშირების შექმნით, იმ მკვლევართა და აქტივისტთა შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში საჯარო სივრცის საკითხით, ჩვენი მიზანია შესაძლებლობათა ახალი სივრცეების აღმოჩენა კიშინოვში, ერევანში, კიევსა და თბილისში, რომლებიც ღია იქნება ადამიანთა და თემთა საჭიროებებისთვის. დამატებით, აღმოჩენილი და ჩართულნი იქნებიან ის დაინტერესებული მხარეები ამ ქალაქებიდან, რომელთაც სურვილი აქვთ მხარი დაუჭირონ ცვლილებების შექმნას. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის გაძლიერებას და გაზრდის მათ მონაწილეობას საჯარო სივრცის დაგეგმარების პროცესებში. ასევე, რეგიონში შეიქმნება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც გავლენას იქონიებენ გადაწყვეტილების მიმღებ და არსებული საჯარო პოლიტიკაზე, საჯარო სივრცეების დაცვის, გახსნილობის განვითარებისა და შექმნის საკითხებთან კავშირში.
  
ინიციატივის მოსალოდნელი გავლენა 
ეს ინიციატივა დაახლოვებს გადაწყვეტილების მიმღებებს, ურბანისტებს, აქტივისტებს და ადგილობრივ თემებს და შექმნის მათი თანამშრომლობის ჩარჩოებს. ეს, უფრო ზოგადად, გააუმჯობესებს ურბანულ სივრცეში ცხოვრების ხარისხს და უფრო კონკრეტულად, საჯარო სივცეებს მოცემულ ქალაქებში. ეს სივრცეებს გახსნის მარგინალიზირებული კატეგორიებისთვის და შექმნის მათი ჩართულობის კონკრეტულ მექანიზმებს. სამუშაო მეთოდმა და მისმა შედეგებმა, შეიძლება იმუშაოს, როგორც მოდელმა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას რეგიონის სხვა ურბანულ სივრცეებში.
--
თბილისში შეხვედრის მონაწილეები:
ლევან ასაბაშვილი, ურბან რეაქტორი, არქიტექტორი / Levan Asabashvili, Urban Reactor, architect [GE]
მიხეილ სვანიძე, ურბან რეაქტორი, სოციოლოგი / Mikheil Svanidze, Urban Reactor / sociologist [GE]
არევიკ მარტიროსიანი, ურბანისტი / Arevik Martirosyan, Urban Researcher [AM]
რუბენ არევშატიანი, მკვლევარი, ხელოვნების კრიტიკოსი / Ruben Arevshatyan, Reseაrcher, Art Critique [AM]
კატერინა ბოტანოვა, ფონდი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კიევი, კურატორი / Kateryna Botanova, Foundation Center for Contemporary Art, Kiev, Project manager, curator [UA]
ანა ხვილი, ფონდი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კიევი, მკვლევარი / Anna Khvyl, Foundation Center for Contemporary Art, Kiev, researcher [UA]
იგორ ტიშჩენკო, ფონდი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კიევი, მკვლევარი / Ihor Tyshchenko, Foundation Center for Contemporary Art, Kiev, researcher [UA]
ვლადიმირ უსი, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია ობერლიჰტი, მოლდავეთი, პრეზიდენტი / Vladimir US, Oberliht Young Artists Association from Moldova, President [MD]
შტეფან რუსუ, KSAK-თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კიშინოვი, ხელოვანი, კურატორი, რეჟისორი / Stefan Rusu, KSAK-Center for Contemporary Art, Chisinau, artist, curator, editor and filmmaker [MD]
ვიტალი სპრინჩეანა, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია ობერლიჰტი, მოლდავეთი, სოციოლგი / Vitalie Sprinceana, Oberliht Young Artists Association from Moldova, sociologist [MD]
ელვან დაჟკო, პოლის უნივერსიტეტი, მკვლევარი, ლექტორი / Elvan Dajko, Polis University, Researcher, lecturer [AL]
სანდრა კაპეტანოვიჩი,  EXPEDITIO მდგრადი სივრცითი განვითარების ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი, არქიტექტორი / Sandra Kapetanovic, EXPEDITIO Centre for Sustainable Spatial Development, Executive director, architect [MON]
--

 

მკვლევართა შეხვედრის პროგრამას ფინანსურად მხარს უჭერდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის East East Beyond Borders პროგრამა. 
 
ეს ღონისძიება გახლდათ სოციალური კვლევის პროგრამის ნაწილი, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის პროექტ SPACES ფარგლებში. პროექტი SPACES დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.