Tuesday, October 2, 2012

საზღვარი-კავშირი – აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის თანამშრომლობის ვორქშოფი სამუშაო ქსელის შექმნაზე

ფონდმა Trans Culture (პოლონეთი), კულტურის ვორქშოფებთან (პოლონეთი), პარტნიორებთან: GeoAIR (საქართველო) Suburb Cultural Centre (სომხეთი), United Artits’ Club (აზერბაიჯანი) ორგანიზება გაუწია გასაცნობ ვიზიტებსა და ვორქშოფს, რომელიც მიეძღვნა კულტურის სამუშაო ქსელის ახალი მოდელის შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობისა წევრ ქვეყნებში.

პროგრამის შესახებ
2011 წელს ფონდმა ტრანსკულტურამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  განახორციელა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი კულტურის კონგრესი (EPCC), რომლის ფარგლებშიც კულტურის სექტორის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან დაადგინეს მიმართულებები მომდევნო წლებში თანამშრომლობისათვის და გასცეს რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებისათვის და შეიმუშავეს რეკომენდაციები ევროკავშირის პოლიტიკისათვის.

პროექტის მიზანი კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე, მეგობრული ურთიერთობისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბება იყო.
    .  აღმოსავლეთ ევროპაში კულტურის სფეროს თანამშრომლობისათვის ახალი მოდელის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ქსელის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების კულტურულ ოპერატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელოვანებსა  და მენეჯერებს შორის.
    . უნარებისა და ცოდნის დონის ამაღლება თანამედროვე კულტურის მენეჯმენტში, განათლებასა და კულტურის პოლიტიკაში.
    . ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის პოზიტიური იმიჯის შექმნა და გაძლიერება.

პროექტში მონაწილეობდნენ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კულტურის სფეროს წრეების წარმომადგენლები: ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანიმატორები, კულტურის და ხელოვნების მენეჯერები და მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობით.

ვორქშოფი და გასაცნობი შეხვედრები:
თბილისი, 8-11 ოქტომბერი, 2012 წ. - მონაწილე ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

ვორქშოფი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პარტნიორობა და სამუშაო ქსელის შექმნა, იმის მიხედვით, თუ თანამშრომლობის რა მოდელები არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებისათვის.
გასაცნობი შეხვედრები:
.    ვიზიტები სახელოვნებო და კულტურის ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, შეხვედრები ხელოვანებთან, სახელოვნებო და კულტურის ფესტივალის მენეჯერებთან
.    შეხვედრები მოიცავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის კონგრესის მისიას, შედეგებსა და სამომავლო მიზნებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციას, ფინანსურ, სოციალურ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებს, ისევე როგორც  ევროკავშირის მექანიზმებს დაფუძნებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისათვის და კულტურის ამჟამინდელი მდგომარეობის გამუმჯობესებას ამ ქვეყნებში.

ამ ვიზიტების შედეგი გახლდათ სტრატეგიის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ ევროპაში კულტურის სფეროში თანამშრომლობისათვის, მომავალი კონგრესისათვის (2013 წელი) საერთო კურსის შექმნა, კულტურის ანალიზი და მისი ასპექტები, ასევე, მისი გავლენა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს დასკვნები გამოყენებული იქნა საერთო მექნიზმების ჩამოყალიბებაში ევროპაში სათანამშრომლოდ და იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აღმოსავლეთ ევროპაში კულტურის სფეროს თანამშრომლობის სტრატეგიის შესაქმნელად.
 

ორგანიზატორები:
ფონდი Trans Culture (პოლონეთი)
კულტურის ვორქშოფები ლუბლინში (პოლონეთი)

პროექტის პარტნიორები:
GeoAIR (საქართველო)
Suburb Cultural Centre (სომხეთი)
United Artits’ Club (აზერბაიჯანი)
„Lohvinau“ საგამომცემლო სახლი (ბელორუსი)
“Oberliht” ახალგაზრდა ხელოვენთა ასოციაცია (მოლდოვა)
 "Dzyga" სახელოვნებო ასოციაცია (უკრაინა)
პროექტი თანადაფინანსებულია ლუბლინის საკრებულოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
პროექტის კოორდინატორი: აგატა ვილი - agata.will@gmail.com;fundacja@transkultura.org
www.transkultura.org
კოორდინატორი საქართველოში: სოფიო ლაპიაშვილი - sophialapiashvili@gmail.cominfogeoair@gmail.com
პროექტისა და პარტნიორ ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ვორქშოფის ლიდერები თბილისში

მარიანა ცვეტკოვიჩ მარკოვიჩ

დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ხელოვნების ისტორია). მაგისტრატურა გაიარა კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის პოლიტიკის განხრით ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ლიონის ორ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). ამჟამად არის დოქტორანტი ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში (მუზეუმის მენეჯმენტი და განვითარება). მიღებული აქვს მონაწილეობა პროფესიური განვითარებისა და სტაჟირების არა ერთ პროგრამაში (ჟორჟ პომპიდუს ცენტრი (პარიზი), ლუვრის მუზეუმი (პარიზი), ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი), ფოჯას უნივერსიტეტი (იტალია)). მისი ინიციატივით განხორციელდა სხვადასხვა პროექტი შემდეგ სფეროებში: კულტურის პოლიტიკა, საერთაშორისო და ბალკანური კულტურული თანამშრომლობა, თანამედროვე ცეკვა და ვიზუალური ხელოვნება, მუზეუმები.
დააფუძნა თანამედროვე ცეკვის  „მომსახურეობის სადგური“ და ცეკვის მობილური აკადემია, ბალკანური პლატფორმა თანამედროვე ცეკვისა და საშემსრულებლო ხელოვნების  განვითარებისათვის. ის არის დამოუკიდებელი კულტურული სივრცეების აქტივისტი ბელგრადსა და სერბეთში.
 2009 წლიდან არის მიწვეული ლექტორი და ასისტენტ მასწავლებელი სამაგისტრო პროგრამაზე კულტურის მენეჯმენტსა და კულტურის პოლიტიკაში ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში (იუნესკოს კათედრა). 2011 წლიდან ასწავლის პერფორმანსის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე იმავე უნივერსიტეტში (ერასმუს მუნდუსის პროგრამა ვარვიკის უნივერსიტეთან, დიდი ბრიტანეთი, ჰელსინკის უნივერსიტეტსა და ამსტერდამის უნივერსიტეტთან ერთად). ატარებს ლექციებსა და სემინარებს პროექტის მართვაზე, რეგიონალურ კულტურულ თანამშრომლობაზე, მუზეუმის მენეჯმენტსა და კულტურის პოლიტიკაზე.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია სხვადასხვა ჟურნალსა და წიგნში (ინგლისურ, იტალიურ და პოლონურ ენებზე).

კრისტინა კუიუნძიჩ

დაამთავრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტი ნოვი სადის უნივერსიტეტში. მაგისტრატურა გაიარა კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის პოლიტიკის განხრით ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ლიონის უნივერსიტეტში (საფრანგეთი). ის იყო  სერბეთის ახალგაზრდა მკვლევართა,  მოხალისეთა სამსახურისა და ბელგრადში ახალგაზრდული შემოქმედების ცენტრის  აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად არის სპეციალური მრჩეველი პროექტების შედგენსა და თანამშრომლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან  სერბეთის ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციაში, ასევე რეგიონალური ექსპერტი და კონსულტანტი შვეიცარიის კულტურულ პროგრამაში სამხრეთ -აღმოსავლთ  ევროპასა და უკრაინაში - შვეიცარიის კულტურული პროგრამა დასავლეთ ბალკანეთში, სარაევოში (ბოსნია -ჰერცოგოვინაში). ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ექსპერტი "ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტი" -კულტურულ მარშრუტზე გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების ფარგლებში (ლუქსემბურგი). არის თანამშრომელი ტრანსნაციონალური პროექტისა "პელაგონიის რეგიონისა (მაკედონია)  და მონ-სენ-მიშელის (ქვემო ნორმანდია, საფრანგეთი) მდგრადი განვითარებისა" (ბიტოლა, მაკედონია/კანი, საფრანგეთი). არის ცეკვის მობილური  აკადემიის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი და ადვოკატთა ჯგუფის ერთერთი ძირითადი წევრი.