Saturday, September 28, 2013
ხელოვნების პროექტი საჯარო სივრცეში
კულტურის სახელოსნომ (Warsztaty Kultury w Lublinie, Poland) და ფონდმა ტრანს კულტურა (Trans Kultura Foundation, Poland) გეოეართან (საქართველო) და  ასოციაცია ობერლიხტთან (Oberlicht, Moldova) თანამშრომლობით მოაწყო საჯარო ხელოვნების პროექტი Connected by the Border, რომელიც 2013 წლის 1- 6 ოქტომბერს პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში ჩატარდა ფესტივალ Integrations−Mediations-ს ფარგელებში. ფესტივალს მხარს უჭერდა პოლონეთის, კულტურის  ნაციონალური ცენტრი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალი აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონგრესის შემადგენელი ნაწილია და მასში მონაწილეობას იღებდნენ ხელოვანები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან.
 
სახელოვნებო ფესტივალის კონცეფცია შეიძლება განისაზღვროს როგორც გეოგრაფიული, კულტურული, მენტალური, სოციალური და ადმინისტრაციული  საზღვრების გადალახვის მცედლობა და მისი მიზანი წარმოადგენდა ინტერვენციებს საჯარო სივრცეებში, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეეხებოდა საზღვრების თემას, ჩართავდა ადგილობრივ მოსახლეობას დისკუსიაში ან სახელოვნებო აქტივობებით გამოაცოცხლებდა ლუბლინის საჯარო სივრცეს ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში.
 
ფესტივალის ღია სტრუქტურა ხელს უწყობდა ინტერაქციას მოწვეულ და ადგილობრივ ხელოვანებსა/ინსტიტუტებს შორის და ასევე, მეტ ჩართულობას ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან.
 
კურატორები: სოფია ლაპიაშვილი, ვატო ურუშაძე (საქართველო), პაულინა პაგა (პოლონეთი), ვლადიმერ უსი (მოლდოვა)
 
პროექტის მონაწილეები:
შტაფან რუსუ (მოლდოვა) - "Cantine for cultural workers"
ლორე გაბლიერი, ლესლავ თეთლა, ტატიანა  ფიოდოროვი (მოლდოვა, პოლონეთი) - "Space as a tool for shaping social attitudes"
მარტინა პოზნანსკა (პოლონეთი) - "Listening East"
ნუკა მეგრელიშვილი (საქართველო) - Beyond The Borders, Cube Houses, Red Border.
ანტონინა იურჩენკო (უკრაინა) - "Private and Public"
ვარდან ჰარუტუნიანი (სომხეთი) - sound performance
მიროსლავ იუჩუკი (პოლონეთი) – HOMOLIMESHOMO
ალექსეი მანუკიანი (სომხეთი)- 10 მეტრი
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის კონგრესის კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ვებ-გვერდი: http://epccongress.eu/en/