Sunday, February 23, 2014

სეზგინ ბოინიკი (1977, პრიზრენი) ცხოვრობს და მუშაობს ჰელსინკიში. ის არის იოვიასკიოლიას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და მუშაობს თემაზე „იუგოსლავიის შავი ტალღის კულტურის პოლიტიკა 1963-1972 წლებში“. სეზგინი წერს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პანკი, ესთეტიკისა და პოლიტიკის კავშირი, კულტურული ნაციონალიზმი, საერთაშორისო სიტუაციონიზმი და იუგოსლავიური კინო. ის არის თანარედაქტორი ნაშრომისა „ნაციონალიზმი და თანამედროვე ხელოვნება“ (მინა ლ. ჰენრიკსონთან ერთად - პრიშტინა, 2007). ასევე, სეზგინი არის თანაავტორი წიგნისა „პანკი და ანდერგრაუნდი თურქეთში“ (თოლგა გულდალთან ერთად - სტამბოლი, 2008). სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, სეზგინი ასევე, აქტიურად მუშაობს როგორც კონცეპტუალური ხელოვანი.

მისი ბოლო დროის სტატიებია:

„ახალი კოლექტივები“ (Retracing Images, Brill, Boston & Leiden, 2011), „დუსან მაკავეიევის კულტურის პოლიტიკა“ (Kino! Journal No. 15, Ljubljana, 2011) „თანამედროვე ხელოვნებაში თეორიული პრაქტიკით უკმაყოფილება“ (Journal of Visual Art Practice 10:2, London, 2011) „სლოგანების ხელოვნება - ორ ნაწილად“ (TKH no 19 and 20, Belgrade, 2012). 

მისი ბოლო დროის სახელოვნებო ნამუშევრებია:

ინსტალაცია „ლენინის შესახებ: ატლასები, ჰერბარიუმები და რიტუალები“ (ანდერს ბერგმანის გალერეა, ჰელსინკი, 2012) და სახელოვნებო წიგნი „კონსტრუქტივიზმის საწინააღმდეგო მოდელი“ (მინა ჰენრიკსონთან ერთად - სტოკჰოლმი, 2012).

მინა ჰენრიკსონი (1976, ოულუ) ცხოვრობს ჰელსინკიში. ის მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქალაქში და 2003 წლიდან სხვადასხვა პერიოდებით ცხოვრობდა ტრაპიზონი. მინა სწავლობდა ხელოვნებას ბრაიტონში, ჰელსინკისა და მალმოში.
 
მისი სახელოვნებო სამუშაოს ერთ-ერთი თემაა - დინამიკა და ძალთა გადანაწილება სახელოვნებო სივრცეში. 2010 წელს, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მან განახორციელა პერმანენტული საჯარო ნამუშევარი. მინა, მუშაობს ნაციონალიზმის საკითხზე როგორც მის სახელოვნებო საქმიანობაში, ასევე, თეორიულად, სადაც სოციოლოგ სეზგინ ბოინიკთან ერთად ის ამ საკითხს უკავშირებს თანამედროვე ხელოვნებას. ამჟამად, დღევანდელი დღის პოლიტიკური მოქმედების უკეთ გასაგებად, მას აინტერესებს ისტორიისა და მისი გადმოცემის კვლევა.

--

სეზგინ ბოინიკის და მინა ჰენრიკსონის გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს ჩატარებული ღონისძიებები:

მინა ჰენრიკსონის - წარდგენა გაზეთისა Golden Dragon and Silver Star - New Georgia: Change of Symbols after the fall of the Soviet Union. ეს გაზეთი შეიქმნა იმ სახელოვნებო ვორქშოფის შედეგად, რომელიც ეხებოდა ძალაუფლების, პოლიტიკისა და სიმბოლოების საკითხს და განხორციელდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით. 

სეზგინ ბოინიკმა წარადგენა თავისი პუბლიკაცია ‘Still Stealing Steel: Historical Materialistic Study of Zaum’. “Still Stealing Steel“ არის იდეოლოგიური დღიური და ცდილობს „ზაუმი“ თეორიულად წარმოაჩინოს, როგორც აუცილებელი პოლიტიკური ენა. ასევე, ეს არის ექსპერიმენტი იმ გზების ძიებისა, თუ  როგორ უნდა მოხდეს მსგავსი გამოხატულებების გამოყენების კონცეპტუალიზაცია.
წიგნის ზოგიერთი ასლი გაიყიდა რამდენიმე „დენგის“ ფასად.

პრეზენტაციის შემდეგ, სეზგინ ბოინიკმა ვიზიტორებს შესთავაზა მუსიკა, რომელიც შექმნილია punk/jazz/fire jazz/new wave/rock-in-opposition და სხვა მსგავსი საცეკვაო გაუგებრობების ხმებისგან. ფონად კი ნაჩვენები იყო 60-ანი წლების იუგოსლავიური და ალბანური ფილმები.

ინტერვიუ სეზგინ ბოინიკთან და მინა ჰენრიკსონთან ჟურნალ კოპირაიტის მე-9 ნომერში

გეოეარში მათ სარეზიდენციო პროექტს მხარს უჭერდა ფინეთის ხელოვნების ხელშეწყობის ცენტრი.