Friday, October 24, 2014
სკაიპ-ვახშამი იყო გეოეარის, Alte Schweden-ისა და კალმარის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობითი პროექტი, რომელიც თბილისში, სოფია მელნიკოვას ფანტასტიურ დუქანში გაიმართა.
 
მოსულ სტუმრებს უსასყიდლოდ გავუმასპინძლდით შვედური კერძებით, რამდენიმე ადგილას განთავსებული იქნა კომპიუტერები საკომუნიკაციოდ, რათა სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ,,მიერთვათ” ვინმესთან ერთად შვედეთში. შვედეთში კი ქართული კერძებით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. კალმარის ხელოვნების მუზეუმი მონაწილეობას იღებდა კულტურის ფესტივალში “Light on Culture in Kalmar” (შვედეთი), სადაც წარმოდგენილი იყო საჯარო ხელოვნება, სპეციალური გამოფენები, ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები. ,,სკაიპ-ვახშამი” ამ პროგრამის ნაწილი იყო, რაც ნიშნავს ქართულ-შვედური კულტურისა და კულინარიის გაცვლის ხელშეწყობას.