Friday, April 28, 2017

ტიგრან ამირიანი არის დამოუკიდებელი კურატორი, თანამედროვე კულტურის მკვლევარი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. რამდენიმე წელია, ტიგრანის ინტერესის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე კულტურაში ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერების თხრობის საკითხი. 2013 წელს, მისი ავტორობით გამოიცა მონოგრაფია, რომელიც შეეხება ისტორიული წარსულის გაყალბებას, პარანოიდულ მენტალობასა და კოლექტიურ ამნეზიას.   

ბოლო წლებში ის მუშაობს „თვითთხრობის“ თეორიაზე, რომელიც ეხება ვიზუალურად გადმოცემულ ტექსტებს. 2015-2016 წლებში, მან შექმნა და წარადგინა ლექციები სხვადასხვა აკადემიური და სახელოვნებო პლატფორმების ფარგლებში მაროკოში, სომხეთში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. ამჟამად, ტიგრანის კვლევითი და საკურატორო პროექტები არის ორმხრივი: ერთი მხრივ, ის იკვლევს პირადი/ინდივიდუალური თხრობის გამოცდილებას, სახელოვნებო (მხატვრულ) რეპრეზენტაციას და ბიოგრაფიების ისტორიას; მეორე მხრივ, როგორც დამწყები კურატორი, ის აკვირდება ურბანულ სივრცესა და გარემოს, სადაც მუდმივი დავიწყებისა და განადგურების მიუხედავად, შენარჩუნებულია ადამიანთა ცხოვრების ხსოვნა.

გეოეარის რეზიდენციის ფარგლებში, ტიგრან ამირიანი მუშაობდა პროექტზე „კუკიის ანაბანა.“ პროექტი აკვირდება სასაფლაოებს, როგორც მეხსიერების ადგილებს და თბილისში იკვლევს მრავალეთნიკურობის საკითხსა და მის დინამიკას. განხილულია როგორც ცნობილ ადამიანთა პანთეონები, ასევე, სასაფლაოები, რომლებიც კონკრეტულ ეთნიკურ, თუ რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნის და თუ ქალაქში როგორ ჩნდება და მოძრაობს მსგავსი ადგილები. თუ ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ ჯგუფს უკავშირდება, არსებობს ისეთებიც, რომლებიც აერთიანებს განსხვავებულ ადამიანებს. კუკია ერთ-ერთი მაგალითია სადაც ვხედავთ, როგორ შეიძლება დავაკვირდეთ ქალაქის მრავალფეროვნებას სხვადასხვა ენითა და ანბანით შესრულებული საფლავის ქვების მეშვეობით.

შედეგად შეიქმნა პუბლიკაცია „კუკიის ანაბანა“ და თანმხლები პლაკატი. პუბლიკაციის და კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა 9 ივნისს, კავკასიურ სახლში. 

პროექტის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამაში „C სტუდია“, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Art Prospect-ის რეზიდენციის პროგრამის გვერდზე.

რეზიდენციის მხარდამჭერია CEC ArtsLink, პლატფორმა ART PROSPECT-ის ფარგლებში.