Sunday, September 29, 2013
ურბანული ხელოვნების ფესტივალი „არტ აქტივი” არის ამ სახის პირველი ფესტივალი, რომელიც ჩატარდა საქართველოს რეგიონებში. პროექტი დაფინანსდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. ღონისძიებები გამიზნული იყო ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა განსაკუთრებით ითვალისწინებდა 10-30 წლის ასაკის ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. 
 
ფესტივალის "არტ აქტივი" ორგანიზატორების ამოცანა იყო ადგილობრივი მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობით ემუშავათ უბანში, ახალი იერ-სახე და დატვირთვა მიენიჭებინათ უღიმღამო და უსიციცხლო ადგილებისათვის, რითიც ხელს შეუწყობდნენ მათი თვითგამოხატვის თავისუფლებას.
 
--
 
რუსთავის ღონისძიებისთვის მოწვეული იყო ფრანგი ხელოვანი ელტონო. მისი იდეა წარმოადგენდა გაეცოცხლებინა უბნის ურბანული სივრცე მაცხოვრებლებთან ერთად, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა მოსახლეობის  ახალგაზრდა ნაწილის პირდაპირი ჩართულობა, მათი სურვილები და მოთხოვნები და ამის საფუძველზე მოხდებოდა არსებული სივრცის იერსახის შეცვლა. 2-6 ოქტომბერს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მოიხატა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები (სანაგვეები, კედლები, სადარბაზოს კარებები, მიგდებული გარაჟები). ყოველი მოხატული ადგილი ერთმანეთთან დაკავშირდა სიმბოლოებით და შეიკრა ახალი კონცეფციური წრე. 7-8 ოქტომბერს, პროექტის ფინალური ნაწილი ითვალისწინებდა 41-ე ბაღის ეზოში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და სახალისო ლაბირინთის მშენებლობას ძველი ხის ყუთებითა და პალეტებით, რაც შემდგომში დარჩა ადგილობრივ მოსახლეობას.
 
ფესტივალის ფარგლებში 5 ოქტომრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, დაგეგმილი იყო პარალელური აქტივობები, როგორიც არის 41-ე ბაღის ეზოში პარტიზანული მებაღეობა/გამწვანების აქცია, ინტელექტუალური და ფიზიკური თამაშები. პროექტში ჩართულნი იყვნენ რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი, უბნის ახალგაზრდები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და ადგილობრივი  მოსახლეობა.
 
ურბანული სივრცის ხელოვანი ელტონო ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მადრიდში, ხოლო 2010 წლიდან კი ცხოვრობს პეკინში. ქუჩის ხელოვნების კარიერა მან დაიწყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით - შესასხამი ფერადი ქილებით. ათწლიანი მუშაობის შემდეგ მან განავრცო თავისი შემოქმედებითი სტილი აკრილის საღებავების და ლენტების გამოყენებით, რათა განევითარებინა აბსტრაქტული გეომეტრიული ენა. ელტონო ცნობილია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით და ურბანულ სივრცეზე მისი მგრძნობიარე დამოკიდებულებით. ფორმების და ფერების გამოყენებისას ის ყოველთვის მიმართავს იმპროვიზაციას, რისი მეშვეობითაც ახდენს ადგილზე არსებული ბალანსში ინტეგრირებას. ის აგრეთვე ირჩევს უგულვებელყოფილ ზედაპირებს იმ მიზნით, რომ აღადგინოს მათი ღირსება და ამისთვის იყენებს მიტოვებულ და ძველ მასალას. მსოფლიოს ოთხმოცზე მეტი ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ იპოვოთ ამ წარმატებული, თუმცა თავმდაბალი ხელოვანის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ბევრ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში ყოფილა გამოფენილი, მათ შორის Tate Modern და Fundación Miro-ში.

რუსთავის პროექტის მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, 
ააიპ რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი,
პარტიზანული გამწვანება რუსთავი,
კაპაროლი,
გასართობი ავტობუსი,
ერთად შევეგებოთ ევროპას, 
EUMM საქართველო.
 
--
 
3-4 აგვისტოს, 11:00 საათზე, მესტიაში, ბეთქილის ტერიტორიასა და პირველი საჯარო სკოლის ეზოში „ინტერნიუსი-საქართველო“, ევროკავშირის პატრონაჟით, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად - გეოეარი და სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მხატვრულ სახეს, აგრძელებდა ურბანული ხელოვნების ფესტივალს “არტ აქტივი.”

მესტიის ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმარი გახლდათ ბრიტანელი ხელოვანი რიჩარდ რეინოლდსი. ღონისძიება პირდაპირ ეხმაურებოდა დანაგვიანების პრობლემატიკას და გულისხმობდა პლასტიკური ნარჩენების შემცირების არაპირდაპირ პროპაგანდას, ახალგაზრდების განათლებითა და მათ ცნობიერებაზე ზეგავლენის მცდელობით. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სვანეთის 5 სკოლიდან, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმუშავეს მესტიაში დაბინძურებული ტერიტორიების გასუფთავებაზე (ბეთქილის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ კი მოეწყო ვორკშოპი ნივთების მეორადი გამოყენების შესახებ. დასასრულს კი შედგა პარტიზანული მებაღეობა/გამწვანების აქცია, სადაც აქტიურად ჩაერთო მოსახლეობა.  

ბოლო დროის განმავლობაში მესტიაში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა არამარტო დაუკარგეს ქალაქს პირვანდელი სახე და სიმწვანის განცდა, არამედ სამშენებლო ნარჩენის ბუნებაში გადაყრამ დიდი ზიანი მიაყენა მას. რიჩარდ რეინოლდსის სურვილი იყო ქალაქის სიმწვანის დაბრუნება და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად მისი გალამაზება. არაორგანული მასალის გამოყენების შემცირების მიზნით დაიგეგმა მოსწავლეებთან ერთად ნაჭრის ჩანთების შეკერვა, რათა მათ გაჩენოდათ საკუთარი ნამუშევრების მოხმარების მეტი სურვილის. ასევე, დაიგეგმა ამ ჩანთების ღონისძიების მანძილზე საჯაროდ გაყიდვა, რითაც მოხდა ახალგაზრდობის მიერ შექმნილ პროდუქტის უფრო მეტი პოპულარიზაცია. 

რიჩარდ რეინოლდსი ცხრა წელია რაც პარტიზანულ გამწვანებაშია ჩართული და უკანონოდ გარდაქმნის საჯარო და ზოგჯერ კერძო მრუში ურბანული სირცეების რეალობას, საკუთარი სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ. რიჩარდის და მისი გუნდის მიერ ინიცირებულმა ბაღის მრავალი ნაკვეთი წლების შემდეგ აყვავდა,ზოგი სხვა კი ხანმოკლე ექსპერიმენტებია, მგრძნობიარე ბუნების კანონების მიმართ. პარტიზანული გამწვანებაში აქტიურად ჩართულს, რიჩარდს აქვს საკუთარი ბლოგი, კითხულობს ლექციებს ამ თემაზე, წერს წიგნებს, აგროვებ მსოფლიო პარტიზანელი მებაღეების ნამუშევრებს. ბევრს ის უყვარს იმის გამო, რომ მათ ძლიერი სიყვარული ამოძრავებთ ზოგადად მებაღეობის მიმართ და მოწონთ რიჩარდის მოულოდნელი ინტერაქციები ურბანულ სივრცეში, ზოგიერთს მისი პროვოკაციული განცხადებები მოწონს,ზოგისთვის კი იგი უბრალოდ სახალისოა.

რიჩარდის წიგნი პარტიზანულ გამწვანებაზე სამ ენაზე ითარგმნა, მათ შორის კორეულზეც. მან შექმნა ჰორტიკულტურული ინსტალაცია ჰამპტონ კორტის ყვავილების შოუსთვის (2008) და ედინბურგის ფესტივალისთვის (2012), აგრეთვე იგი იყო ერთ-ერთი ფინალისტი კადნიდატი გარემოს ინსტიტუტის კონკურსზე (2012), სადაც მან წარადგინა პროექტი, რომელიც ურბანული მდინარის შერწყმით შექმნა.

რიჩარდი მონაწილოებდა პროექტში “გაყინული მომენტები, არქიტექტურა გვპასუხობს” თბილისში 2010 წელს, სადაც მან წვლილი შეიტანა ბუნებრივი და ხელოვნური სახის ჰორტიკულტურულ ინტევენციებში, რომელიც გზების დეპარტამენტის ყოფილი სამინისტროს შენობაზე განხორციელდა.
რიჩარდი ცხოვრობს ელეფანტ ენდ კასლში, ლონდონში თავის პარტიზან მებაღე მეუღლესთან ერთად, რომელთაც სულ მალე პატარა ქალიშვილი ზოიაც შეემატებათ. 

--

პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება 2013 წლის 16 ივნისს გაიმართა. ზუგდიდში, პირველი საჯარო სკოლის ეზოში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო 5 მადრიდელ ხელოვანთან, Boa Mistura-სთან ერთად. იდეა გულისხმობდა, რომ ესპანელმა ხელოვანებმა ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებთან, აგრეთვე თბილისის 203-ე სკოლის სმენა და მეტყველება შეზღუდულ ბავშვებთან ერთად მოხატეს ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის კედელი.

ესპანელ ხელოვანებს უცხო ქვეყნებში ახალგაზრდობასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. პროექტი ითვალისწინებდა ხელოვნების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში: კედლის მხატვრობის გაკეთებას, ამბების თხრობას და ისეთ კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფლეშ მობი, თიხით მუშაობა, სადაც მათ ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი ფერსა და ფორმებში, სპორტული შეჯიბრებები, სახალისო კონკურსები და სხვა სიურპრიზები.

“ბოა მისტურა” ჩამოყალიბდა მადრიდში, ესპანეთში 2011 წელს. ტერმინი “ბოა მისტურა” პორტუგალიურად კარგ მიქსტურას ნიშნავს, რაც მათი წევრების ხედვის მრავალფეროვნებას გულისხმობს. ერთად მუშაობისას კი ქმნის რაღაც განსაკუთრებულსა და გამორჩეულ ნაზავს. ჯგუფი ძირითადად საჯარო სივრცეზე მუშაობს და განხორციელებული აქვს პროექტები ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში, გერმანიაში, ნორვეგიაში და ბრაზილიაში.