Sunday, July 20, 2003
უცხოელი
ივლისი-აგვისტო 2003
ყოფილი ღვინის ქარხანა, თბილისი

პროექტი ,უცხოელი” 2003 წლის ზაფხულში განხორციელდა. მასში მონაწილეობდა 6 ხელოვანი საქართველოდან და 6 ჰოლანდიაში მოღვაწე მხატვარი. 2 თვის განმავლობაში ისინი ერთად მუშაობდნენ თბილისში და შექმნეს გამოფენა, რომელიც საქართველოს შემდეგ, ნაჩვენები იქნა ნიდერალნდებში. 

პროექტში სიტყვა ,,უცხოელი” ფართო გაგებით იქნა გამოყენებული. ის შეიძლება ნიშნავდეს ადამიანს სხვა ქვეყნიდან, ან ადამიანს, რომლისაც არ გვესმის ან უკავშირდებოდეს საზოგადოებაში ხელოვნებისა და ხელოვანის როლს. შესაძლებელია, ეს სიტყვა სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს. ქართველებისთვის ის ასოცირდება მდიდარ, მომღიმარ ადამიანთან, რომელსაც არაფერი ადარდებს. ჰოლანდიელისთვის კი - გაჭირვებულ, ემიგრანტ, უზრდელ ადამიანთან.

საერთაშორისო ხელოვანთა ჯგუფი 2 თვის განმავლობაში მუშაობდა ერთად, ისინი რეაგირებდნენ ქალაქსა და მის პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებზე. სამუშაო პროცესი და გამოფენა მიმდინარეობდა თბილისის ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, რამაც ამ ადგილს ახალი მნიშვნელობა მისცა. მოგვიანებით, ეს გამოფენა წარგენილ იქნა ამსტერდამში Felix Meritis Foundation-ის მიერ ირგანიზებული ,,ქართული დღეების” ფარგლებში. პროექტი დადებითად იქნა შეფასებული როგორც თბილისში, ასევე, ნიდერლანდებში.

მონაწილეები:

თამარ ჭაბაშვილი (GEO/NL), ზურა მაჭარაშვილი (GEO), ლადო დარახველიძე (GEO), სოფო ბაზღაძე (GEO), სოფო ტაბატაძე (GEO), ანი რიაბოშენკო (GEO), შან იან იანი (CN), ნანა ვან ჰეესთი (NL), ქირსთენ ლეენაარსი (NL), ადრიელ ვან დრიმელენი (USA/NL), ლოვე გეევენი (NL)

პროექტის განხორციელებაში თანამშრომლობდნენ:
Felix Meritis Foundation და De Phenix Foundation

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები:

Amsterdam Foundation for the arts; 
De Phenix Foundation;
Haëlla foundation;
Georgian Glass and Mineral Water Company;
The Royal Netherlands Embassy in Georgia;