Friday, February 20, 2009
გამოფენა და ჯგუფის პრეზენტაცია არსის საგამოფენო დარბაზში
 
ფემინისტ არტ სტუდია „სფერო" არიან:
თამუნა არჩვაძე, თამარ ბოჭორიშვილი, ნინო ჭაბაშვილი, ანი ჭეიშვილი, სალომე განიაშვილი, თამრიკო ღუდუშაური, ქრისტინე კაკაბაძე, ნინო მარგველაშვილი, ანა ტაბატაძე, სალომე ცაგარეიშვილი, ანუკა ცერცვაძე, გვანცა ჯღარკავა, მეეა ქოქიაშვილი, ია ხატიაშვილი
 
პროექტი ფემინისტ არტ სტუდია „სფერო" მიზნად ისახავდა საქართველოში ფენიმისტური ხელოვნების პოპულარიზაციას, ქალი ხელოვანებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების მიცემას, მათი ხილვადობის ამაღლებას და რეპრეზენტაციას თანამედროვე ხელოვნების სფეროში. პროექტი ასევე, მიზნად ისახავდა ქალი ხელოვანებისათვის, სტუდენტებისათვის და ხელოვნების მოყვარულთათვის სათანადოდ აღჭურვილი კომფორტული გარემოს მოწყობას, მონაწილეთა შორის ფემინისტური ღირებულებების გავრცელებას, საზოგადოებაში ამ ღირებულებებასდმი და ქალი ხელოვანების ნამუშევრებისადმი საჯარო ინტერესის გაღვივებას დისკუსიების გზით.