ბანუ ჯენეტოგლუ მუშაობს ფოტოგრაფიის, ინსტალაციის და ბეჭდვითი მედიის დარგში. ფსიქოლოგიაში ბაკალავრის წოდების მიღების შემდეგ, იგი სწავლობდა ფოტოგრაფიას პარიზში, 2002-2003 წლებში იმყოფებოდა რაიკსაკადემიის ხელოვანთა რეზიდენციაში, ამსტერდამი. 2006 წელს მისი ინიციატივით სტამბოლში დაარსდა
BAS, სახელოვნებო-საპროექტო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია ხელოვანთა წიგნების და ბეჭდვითი მასალების შეგროვებასა და წარმოებაზე. მისი ბოლო დროის გამოფენების სიაშია პერსონალური გამოფენა Guilty Feet Have Got No Rhythm, ბაზელის Kunsthalle-ში; Sample Sale, გალერეა Rodeo, სტამბოლი; მანიფესტა 8 (შირი ზინთან ერთად); ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალე, თურქეთის პავილიონი (აჰმეტ ოგუტთან ერთად); სტამბოლის მე-10 ბიენალე; ათენის 1-ლი ბიენალე. ბანუ ჯენეტოგლუ ცხოვრობს და მუშაობს სტამბოლში.