Monday, May 2, 2011
ქეთრინ ჰემელრაიკი (დაიბადა 1978 წელს რაგბიში, დიდი ბრიტანეთი), დამოუკიდებელი კურატორი. მუშაობს და ცხოვრობს ლონდონში, ნორთემპტონში და რაგბიში. ქეთრინ ჰემელრაიკმა დაამთავრა ხელოვნების სამეფო კოლეჯის მაგისტრატურა თანამედროვე ხელოვნების კურატორობის განხრით, ასევე დაამთავრა ნიუკასტელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ფერწერის განხრით (იგი მონაწილეობდა ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში, VSVU (სამხატვრო აკადემიაში) ბრატისლავაში). ამჟამად სწავლობს პოლიტიკას ღია უნივერსიტეტში. ქეთრინ ჰემელრაიკი მუშაობს ბრიტანეთის მასშტაბით სახელოვნებო პროექტებზე და ასევე, ნახევარ განაკვეთზე Fishmarket Gallery-ში ნორთემპტონში. 2005-2008 წლებში იგი იყო ვილნიუსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CAC Vilnius) კურატორი, სადაც კურატორობდა გამოფენებს, რომელთა შორისაა „ზღაპრები სამოგზაურო ჟურნალიდან“ და „მე და ექსტრემალური უნარები“. ასევე, ის მუშაობდა CAC TV-სა და Info Lab-თან ერთად, სადაც ხელმძღვანელობდა ხელოვანთა ინტერვენციებს და აწყობდა ჯგუფურ დისკუსიებს. ის აფუძნებდა საკურატორო რეზიდენციებს და უძღვებოდა პროექტებს ჰურნის სასტუმრო მარია კაპელში (Hotel MariaKapel), მაგაცინში (ბელგრადი), ბერლინის გალერეა ანტიე ვაქსში (Galerie Antje Wachs), კურატორობდა საგამოფენო პროგრამებსა და ღონისძიებებს_CPD ბარი წმ. ედმუნდის გალერეაში (Bury St Edmunds Art Gallery) და BCA აღმოსავლეთ ინგლისში. ქეთრინ ჰემელრაიკს რეგულარულად აქვს მოხსენებები და კითხულობს ლექციებს. მის მიერ დაწერილ და რედაქტირებულ ესეებსა და კრიტიკულ სტატიებს შორისაა Channa Boon (გამომცემლობა: Stroom, Siaures Atenai, Estonia Art) მანვე დააარსა Beyond – ინფორმაციის გავრცელების ქსელი ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილისათვის. ის არის წევრი ხელოვანთა საბჭოსი (Arts Council Escalator) და მიღებული აქვს მონაწილეობა პროექტებში: Wysing Arts Centre და Mind Radio.
 
შეხვედრა ქეტრინ ჰემელრაიკთან
19.05.2011 / თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თავისუფალი სახელოსნო

ქეთრინ ჰემელრაიკმა ისაუბრა პროტესტზე, როგორც ხელოვნების ფორმაზე. მან განიხილა ნომედა და გედემინას ურბონასების მიერ ვილნიუსში მოწყობილი პროექტს Pro-Test Lab-ს. პროექტი მოეწყო ლიტვაში საჯარო სივრცის პრივატიზების პერიოდში და ფოკუსირებული იყო კინო ლიეტუვას სიმბლოლურ სივრცეზე. ქეთრინ ჰემელრაიკმა აგრეთვე ისაუბრა პროტესტის, როგორც ხელოვნების ფორმის სხვა მაგალითებზე, როგორიცაა უახლესი დროის კამპანია „გადაარჩინეთ ხელოვნება" (Save the Arts) ბრიტანეთში პასუხად მთავრობის მიერ ხელოვნების და განათლების ფონდის ბიუჯეტის შემცირებაზე. მან ისაუბრა არის თუ არა საზღვარი პოლიტიკურ ეპიგრამებს, საჯარო პროტესტსა და აქცია როგორც ხელოვნების ფორმას შორის და რა ხდება, როდესაც ისინი ეფარებიან ერთმანეთს.

 
ქეთრინ ჰემელრაიკის რეზიდენციას ხელი შეუწყო ინგლისის ხელოვნების საბჭომ.