Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
Thursday, June 30, 2011
სერიიდან მეოთხე დიალოგი: ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში
დიალოგების I სერიიდან თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 
გეოეარი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისის და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის ერთობლივი ინიციატივა
 
30.06.2011  / გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი
 
დისკუსიაზე განხილული იქნა საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების მნიშვნელობა და ისეთი საკითხები, როგორიცაა მონოლოგური და დიალოგური კულტურების საზოგადოებრივი სივრცეები და ხელოვნების ფუნქცია ამ კულტურებში; აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების სახეები და მათი მხატვრული და კონცეფტუალური, ესთეტიკური, ეთიკურ-პოლიტიკური, ფსიქო-პოლიტიკური და სხვა მნიშვნელობები;
 
ვისაუბრეთ დადაისტების, საბჭოური ავანგარდის, სიტუაციონისტების გამოცდილებებზე და მიზნებზე; ქალაქზე დღეს და მასში საზოგადოებრივ სივრცეების ხელოვნების მნიშვნელობაზე დემოკრატიის კონტექსტში. საუბარი იყო საქართველოში საზოგადოებრივი სივრცეების ხელოვნების თავისებურებებზე - მოდერნისტული, საბჭოური, თანამედროვე; სანქცირებულ და არასანქცირებულ ხელოვნებაზე, დროებით ინტერვენციებზე და სტაციონარულ ობიექტებზე; ვირტუალურ სივრცეზე როგორც საზოგადოებრივი სივრცის ახალ სახეზე და ა. შ.
 
მოდერატორი: ნანა ყიფიანი - ხელოვნების ისტორიკოსი
 
მონაწილეები:
ლევან ასაბაშვილი - არქიტექტორი, ურბანრეაქტორი
გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი
მაია დარჩია - ხელოვნების პროექტების მენეჯერი. ბრიტანეთის საბჭო
ნატუკა ვაწაძე - ხელოვანი, ჯგუფი ბულიონი
 
დიალოგის ვიდეო ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ youtube-ს ჩვენს არხზე
 
პროექტის პარტნიორი და დისკუსიების მასპინძელი:  გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი